fbpx
11:19 | 2020-03-18 ავტორი: Prime Time

ეპიდემიის მასშტაბებიდან გამომდინარე პალატები არ გვყოფნის – იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ეპიდემიის მასშტაბებიდან გამომდინარე პალატები არ გვყოფნის – იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

პაციენტების სიმრავლიდან გამომდინარე ვერ ხერხდება ყველას დროული ჰოსპიტალიზაცია – ამის შესახებ იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში, ლომბარდიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, თამარ ჭლიკაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

 

 

თამარ ჭლიკაძე:  „ლომბარდიის მოსახლეობა 10 მილიონს აღწევს. მოგეხსენებათ, დაავადებულთა რიცხვი ყოველ წუთს იზრდება, არ გვყავს საკმარისი ექიმები. ყველა თავდადებულად ემსახურება თავის პროფესიას, თავდაუზოგავად ვმუშაობთ, მაგრამ პაციენტების სიმრავლიდან გამომდინარე ვერ ხერხდება ყველას დროული ჰოსპიტალიზაცია. მინდა ავღნიშნო, რომ ყველას თანაბარი ყურადღება ექცევა, არ აქვს მნიშვნელობა პაციენტი ლეგალურად იმყოფება ქვეყანაში თუ არა. მე პირადად მძიმე პაციენტები არ მყავს. ისინი იმყოფებიან ინტენსიურ თერაპიაში ან რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩემთან მოდიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჩივილები, გასინჯვის შემდეგ უკვე ვამისამართებ სხვადასხვა განყოფილებაში. ძირადიდად, უმრავლოსებას იოლი ფორმებით გაადაქვს კორონავირუსი“.

 

– როგორ ხდება დაავადების მართვა?

 

– დაავადების მართვა ხდება ოჯახის ექიმის და “Guardia Medica” -ს საშუალებით. ექიმი შესაბამისად აფასებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, სიმძიმეს და ინიშნება მკურნალობა. მძიმე პაციენტები გადაყავთ სასწრაფოთი,სადაც ეწევათ კვალიფიციური მომსახურეობა. მკურნალობა იტალიაში უფასოა ყველასთვის და მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

 

– იტალიაშიც შეიქმნა თუ არა პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების დეფიციტი?

 

– ეპიდემიის მასშტაბებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა შეიქმნა რესპირატორების და ხელოვნური სუნთქვის აპარატების დეფიციტი, მაგრამ არა სადეზინფექციო საშუალებების. ასევე მინდა დავამატო, რომ საკვების დეფიციტი არ არის, სუპერმარკეტებში ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი და ფასებიც უცვლელია. საავადმყოფოებში დაიხურა ბევრი განყოფილება და დაეთმო covid-19ით დაინფიცირებულებს, რათა ყველას გაეწიოს კვალიფიციური დახმარება, მაგრამ ეპიდემიის მასშტაბებიდან გამომდინარე, მაინც არ გვყოფნის პალატები.

 

– რას გვეტყვით კარანტინზე და რამდენად მნიშვნელოვანია?

 

– მინდა ყველას მოვუწოდო, რომ დარჩნენ სახლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ინფექციის გავრცელება. საქართველოს მოსახლეობას მინდა ვთხოვო, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დაემორჩილონ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს.

 

და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს იტალიასა და საქართველოში თავდაუზოგავი და გმირული შრომისთვის.

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 31,506 ადამიანს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა 2503-ს, გამოჯანრმთელებულია 2,941.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X