15:16 | 2020-04-27 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეპიდემია რომ გადაივლის, ჩვენი ექიმები მოვინახულოთ” – ბუბა კიკაბიძის საკარანტინე გეგმები

“ეპიდემია რომ გადაივლის, ჩვენი ექიმები მოვინახულოთ” – ბუბა კიკაბიძის საკარანტინე გეგმები

81 წლის მსახიობი და მომღერალი, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ექიმების რჩევით, შინიდან არ გამოდის, თუმცა როგორც მისი პროდიუსერი, რატი აბზიანიძე “პრაიმტაიმთან” ამბობს, არტისტი შემართებით არის, პუბლიკა მოენატრა და როგორც კი ეპიდემია გადაივლის, თავისი გეგმის განხორციელება სურს.

 

რატი აბზიანიძე: „ონლაინკონცერტის ჩატარებასაც ვერიდებით, რისკჯგუფშია, 80 წელს არის გადაცილებული, დიალეზზეა…

 

მკაცრად ვიცავთ კარანტინის წესებს. ექიმებმაც გაგვაფრთხილეს, თავი შეიკავოს აქტივობისგან.

 

თვითონ შემართებით არის. ხალხთან შეხვედრა ძალიან ენატრება.

 

ამ ეტაპისთვის 15-მდე კონცერტი უნდა ჰქონოდა – უკრაინაში, ყაზახეთში, ბელარუსში… თუმცა კონცერტებს ვინ დაეძებს, ყველანი კარგად უნდა ვიყოთო, ამბობს.

 

ძალიან გულშემატკივრობს ქართველ ექიმებს. ეპიდემია რომ გადაივლის, ჩვენი ექიმები მოვინახულოთო, მითხრა. ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, მათ იცნობს და მონახულებას აპირებს“.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +