11:07 | 2021-02-27 ავტორი: ამუკა ქორიძე

ეპანეთში, ზოოპარკში სპილომ პარკის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლა

ეპანეთში, ზოოპარკში სპილომ პარკის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლა

ესპანეთში, ჩრდ. კანტაბრიას პროვინციაში, სამართალდამცველები მკვლელობის საქმეს იძიებენ. „ადგილობრივ ზოოპარკში, სპილომ თანამშრომელი მოკლა“ – ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

 

კანტაბრიას ავტონომიური გაერთიანების მთავრობის ცნობით, 44 წლის ჯოაქუინ გუტიერეზი ხუთშაბათს, კლინიკაში, სპილოს მიერ მიყენებული დაზიანების გამო გარდაიცვალა.

 

წყაროს მიხედვით, კაბარსინოს ბუნების პარკში, მაშინ როდესაც ჯოანქუინ გუტიერეზი სპილოს ვოლიერს ასუფთავებდა, ცხოველმა მას თავისი სხეულით, ძლიერი დარტყმა მიაყენა. მან მსხვერპლი გალავნის გისოსებს მიანარცხა და თავის არე დაუზიანა.

 

Elephant kills zookeeper with blow from trunk in Spain - Opera News

 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად გარდაცვლილის ზოოპარკში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებისა, თუ რამ გამოიწვია სპილოს მსგავსი გაღიზიანება, ჯერჯერობით დაუზუსტებელია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ABC News-ის თქმით, აღნიშნული ცხოველი ორსულად და ამასთან ერთად ავადაც იყო. მას ფეხში ინფექცია ჰქონდა შეჭრილი.

ავტორი: ამუკა ქორიძე


X