fbpx
20:48 | 2020-04-23 ავტორი: ნინი ტაველიძე

ენცო ნერი: იტალიისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობა ვირუსს თავიდანვე სერიოზულად მიუდგა

ენცო ნერი: იტალიისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობა ვირუსს თავიდანვე სერიოზულად მიუდგა

ცნობილი იტალიელი შეფ-მზარეული ენცო ნერი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, თვითიზოლაციაშია.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბარში ენცო ნერი კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს აქებს.

 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ამ გამოწვევას, იტალიისგან განსხვავებით, თავიდანვე სერიოზულად მიუდგა და სწრაფი ზომები გაატარა.

 

„ვფიქრობ, რომ კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულად მიიღო და სწრაფი რეაგირება მოახდინა. დროულად ჩაკეტა საზღვრები. ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო.

 

მიღებულმა ზომებმა ქვეყანას ძალიან ბევრი პრობლემა აარიდა თავიდან.

 

თუმცა, ისიც არ ვიცი, მცირე დროში ამდენი ინფიცირებული რომ ჰყოლოდა საქართველოს როგორიც ახლა იტალიაშია, სიტუაციასთან გამკლავებას როგორ მოახერხებდა.

 

რეალურად პრობლემა სულაც არაა ის, თუ რამდენად სერიოზულია ვირუსი. მთავარი აქ არის – რამდენ ადამიანს დასჭირდება სასუნთქი აპარატი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა, აქვს თუ არა ქვეყანას ამ ყველაფრისთვის საკმარისი მარაგი.

 

როდესაც იტალიაში ადამიანების ვირუსით დაინფიცირება დაიწყო სახელმწიფომ უბრალოდ უთხრა ხალხს – დარჩით სახლში.

 

ადამიანებს მკურნალობდნენ პარაცეტამოლით. შემდეგ ეს ვირუსი ინფექციაში გადაიზარდა, ადამიანებს მდგომარეობა გაურთულდათ, დაეწყოთ პნევმონია, დასჭირდათ სასუნთქი აპარატები.

 

ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში იტალიაში მთავრობა სახლში მოვლის პროგრამაში ნაკლებ ფულს დებდა.

 

ეს იყო კიდევ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იტალია ასეთ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა.

 

საქართველოში კი მთავრობა ძალიან ფრთხილად მოიქცა. ხანდახან მათი ქმედებები ზედმეტიც კი იყო.

 

ახლა გადაადგილებაც არ შეგვიძლია. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რადგან სახელმწიფომ ბევრი პრევენციული ზომა მიიღო“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ენცომ.

 

ენცო ნერი, ცნობილი იტალიელი შეფ–მზარეულია.

 

მისი CV-ი ნამდვილად შთამბეჭდავია – მუშაობდა იტალიაში მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანში, ბროდვეიზე მდებარე წამყვან რესტორნებში, ნიუ-ორკში და პარკ ლეინზე ლონდონში, დააფუძნა სამზარეულო დუბაიში და გახსნილი აქვს რესოტრანი მონტენეგროში.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X