08:32 | 2021-10-14 ავტორი: Prime Time

ენმ დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავს

ენმ დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავს

თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობა” დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს. დემონსტრაციას სხვა ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას ემხრობიან.

 

გადაწყვეტილების მიუხედავად, მათი ნაწილი ინდივიდუალურად დღეს აქციაზე მისვლას აპირებს. პარტიების მხრიდან უარის მიზეზად სტრატეგიული შეცდომა და ყურადღების ამ ეტაპზე აქციებზე გადატანა სახელდება, მაშინ, როცა გაცილებით მნიშვნელოვნად მოახლოებულ მეორე ტურს მიიჩნევენ.

 

„საქართველოს მასშტაბით იქნება სრული მობილიზება. ეს არ არის პარტიული აქცია. ყველაზე მნიშვნელოვანია არა რომელიმე პარტიის შემოერთება, არამედ მისი აღმატებულება ქართველი ხალხის ნება, რომელიც აუცილებლად დაფიქსირდება თავისუფლების მოედანზე და ჩვენ ვიქნებით ასი ათასობით, ვინც გააგონებს მთელ მსოფლიოს ხმას, რომ არ შევეგუებით არც მონობას და ვიბრძოლებთ საკუთარი თავისუფლებისთვის,” – აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

 

პარლამენტის ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი აქცია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, არამედ ეს აქცია ეხება ქვეყანაში პოლიტდევნის დასრულებას, სამართლიანი სასამართლოს არსებობას და ასევე აქციაზე დადგება საკითხი, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები.

 

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ჩიხს, რომელიც მთელ ქვეყანას ეხება, სამართლიანი სასამართლოს გარეშე დასასრული არ უწერია. გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ “ლელო”, როგორც პარტია ამ აქციაში არ მონაწილეობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!