20:13 | 2021-06-22 ავტორი: Prime Time

ემხრობოდა თუ არა თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების მოხსნას – რას ამბობს ინფექციონისტი

ემხრობოდა თუ არა თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების მოხსნას – რას ამბობს ინფექციონისტი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაზე შეზრუდვების მოხსნას ეხმაურება. როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, იგი ღია სივრცეში პირბადეების მოხსნის მომხრეა.

 

ამასთან, ცერცვაძე ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნის პარალალურად ხალხმა შიდა სივრცეში პირბადის ტარების წესი მაინც უნდა დაიცვას.

 

„თუ ჩვენ დავიცავთ ორ დარჩენილ რეგულაციას, დახურულ სივრცეში ყველა კეთილსინდისიერად ვატარებთ პირბადეებს, თავს შევიკავებთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, დახურულ სივრცეში ზედმიწევნით შევასრულებთ პირბადის ტარების წესს, მაშინ, მე პირადად მგონია, რომ ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება არ გამოიწვევს შემთხვევების მატებას. თუ მაინც გაიმართება საკონცერტო, ან სპორტული ღონისძიება, იქ ყველა წესი უნდა იყოს დაცული.

 

ეს ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება გამართლდეს, ან არა. ამას გვიჩვენებს უახლოესი 2 კვირა. ჩემთვის არავის უკითხავს, მაგრამ მე ვიყავი მომხრე, ღია სივრცეში პირბადის ხმარება გაუქმებულიყო”, – აღნიშნავს ცერცვაძე.

 

მისივე თქმით, ორ კვირაში გამოჩნდება სწორი იყო თუ არა მიღებული გადაწყვეტილება.

 

„ვნახოთ, რა შედეგი იქნება, თუ ორ კვირაში არ მოიმატა ახალმა შემთხვევებმა, არ გადაცდა 1000 ახალ შემთხვევას, სტაბილური იყო 500-1000-ს ფარგლებში, ან პირიქით იქნება კლება, მაშინ ყველა ვიტყვით, რომ მთავრობამ სიბრძნე გამოიჩინა, როგორ ჩანს არგუმენტები ჰქონდა და ეს რეგულაცია, რაც ბევრის უკმაყოფილებას იწვევდა გამართლებულია“,-აღნიშნავს ცერცვაძე.

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა.

 

ნახეთ დეტალურად: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X