18:15 | 2020-06-23 ავტორი: Prime Time

ელიზაბეტ ჰერლის მილიონერმა მეგობარმა და შვილის მამამ თავი მოიკლა

ელიზაბეტ ჰერლის მილიონერმა მეგობარმა და შვილის მამამ თავი მოიკლა

მილიონერი კინოპროდუსერის, სტივ ბინგის ცხედარი ლოს-ანჯელესში პრესტიჟული საცხოვრებელი სახლის 27-ე სართულზე, საკუთარ ბინასთან აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე მთავარ ვერსიად სუიციდი განიხილება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

 

მისი ახლობლები ყვებიან, რომ ბოლო დროს სტივი მოწყენილი იყო და თავს იზოლაციაში მარტოსულად გრძნობდა.

 

მასტერშეფის პირადი ტრაგედია - როგორ დაიღუპა მისი 4 წლის შვილი
2020-06-10მასტერშეფის პირადი ტრაგედია - როგორ დაიღუპა მისი 4 წლის შვილი

 

სტივი ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი იყო, თუმცა ცდილობდა პრესისგან თავი შორს დაეჭირა.

 

ის 18 წლის იყო, როცა მემკვიდრეობით დიდძალი ქონება მიიღი და მას შემდეგ კინოინსტრუდიაშია. ის ამავდროულად იყო ქველმოქმედიც.

 

მაგალითად, 2009 წელს მან აანაზღაურა თვითმფრინავის ღირებულება ორი ჟურნალისტის ჩრდილოეთ კორეიდან გამოსაყვანად, რომლებსაც ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს.

 

თუმცა, მას ჰქონდა ისეთი მხარეებიც, რის გამოც საზოგადოების კრიტიკას იმსახურებდა. მაგალითად, დიდხანს არ აღიარებდა ქორწინების მიღმა დაბადებულ საკუთარ შვილებს.

 

ახლა კი მის მემკვიდრეობაზე პრეტენზიას ორი აცხადებს – დემიან ჰერლი, მსახიობ ელიზაბეტ ჰერლის შვილი და კირა კერკორიანი, ტენისისტ ლიზა ბინდერის ქალიშვილი. ორივე მათგანს ჩჩატარებული აქვს გენეტიკური ტესტი მამობის დადგენაზე. ბონდერმა კერძო დეტექტივიც კი დაიქირავა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი შვილის მამა სტივი იყო.

 

სტივის გარდაცვალების შემდეგ ელიზ ჰერლიმ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

 

დარდისგან აღარ ვარ, სტივი ჩვენთან აღარ არის. საშინელი დასასრულია. მე ამ სურათებს ვაქვეყნებ ჩვენი ბედნიერი წარსულის დასტურად. რა თქმა უნდა, ამას რთული სიტუაციების გარეშე არ ჩაუვლია. სტივი იყო კეთილი და მისაბაძი ადამიანი. მხოლოდ ეს არის მთავარი.

ელიზაბეტ ჰერლი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X