fbpx
14:04 | 2020-01-30 ავტორი: Prime Time

ელისო ბოლქვაძის დედა ქალიშვილის მინისტრობის წინააღმდეგია

ელისო ბოლქვაძის დედა ქალიშვილის მინისტრობის წინააღმდეგია

როგორც ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს კულტურის მინისტრის პოსტზე დასანიშნად ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა იხილება.

 

„მადლობა ამ არჩევანისთვის! ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა კულტურას, დაბადებიდან ემსახურა კულტურას, დაიბადა ლიტერატორების ოჯახში და 3 წლის ასაკიდან ყველა იცნობდა, როგორც ვირტუოზ მუსიკოსს. ქართველი, რომელმაც პირველმა მიიღო UNESCO-ს სტატუსი „ხელოვანი მშვიდობისთვის“. ქალი, რომელსაც მიღებული აქვს სპეციალური პრიზი „ქართული კულტურის ამაგდარი“.

 

არასოდეს დამიწერია წინასწარ ვინმეზე… მაგრამ როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე, გული გამინათდა!” – წერს ხოფერია „ფეისბუქზე“.

 

ქალბატონი ელისო ამჟამად პარიზში იმყოფება. „პრაიმტაიმი“ პიანისტის დედას დაუკავშირდა. როგორც ქალბატონმა ნანიმ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ ინფორმაციის შესახებ ჯერ არაფერი სმენია, თუმცა შვილის მინისტრობის კატეგორიული წინააღმდეგია.

 

ნანი დარჩია-ბოლქვაძე: – მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. ვერც წარმომიდგენია და არავითარ შემთხვევაში არც მინდა ელისო კულტურის მინისტრის თანამდებობაზე. მე ვთვლი, რომ ის გაცილებით დიდ საქმეს აკეთებს, ვიდრე კულტურის მინისტრობა იქნება. მინისტრობა ხელს შეუშლის თავისი საქმის კეთებაში. კულტურის მინისტრობაზე შეიძლებოდა ეფიქრა გარკვეული წლების შემდეგ, როდესაც ქვეყანა დალაგდება და დამშვიდდება. ახლა კატეგირიული წინააღმდეგი ვარ.

ავტორი: Prime Time
X