23:51 | 2021-09-09 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეკუნას პირველი დაბადების დღეა ჩემთან ერთად, მაგრამ მე დღეს სიმღერა არ შემიძლია…” – რატომ ვერ უმღერის ახლადშერთულ ცოლს გია დავითიანი

“ეკუნას პირველი დაბადების დღეა ჩემთან ერთად, მაგრამ მე დღეს სიმღერა არ შემიძლია…” – რატომ ვერ უმღერის ახლადშერთულ ცოლს გია დავითიანი

დღეს გია დავითიანი, მეუღლის დაბადების დღეს, თავის აგარაკზე, ოჯახურ გარემოში აღნიშნავს. როგორც მომღერალი ჩვენთან ამბობს, რეგულაციების დაცვითა და შვედური მაგიდით, პირველად აღნიშნავს დაბადების დღეს. აღნიშვნაც არ არის, ბროწეულაში გიასა და ეკას შვილები შეიკრიბებიან.

 

უკვე მეშვიდე თვეა ექიმი ეკა არჩვაძე და მომღერალი გია დავითიანი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ეს ორივესთვის მეორე ქორწინებაა.

 

ზაფხულში გიას დედა გარდაეცვალა, ამიტომ დღეს მომღერალი, საყვარელი ქალის დაბადების დღეს, სიმღერის გარეშე აღნიშნავს.

 

გია დავითიანი: – დღეს ჩემი უმცროსი შვილის, ნათიას დაბადების დღეც არის. 30 წლის გახდა. ბროწეულაში მოვლენ ჩვენი შვილები ოჯახებით. ვიწრო შემადგენოლობით.

 

ვიცოდი, რომ ეკას სუნამო “ჟასმინი” ძალიან მოსწონს. წუხელ, 12 საათი რომ გახდა, ბროწეულად ჭიშკარს რომ მივუახლოვდით, ეკას მისმა უფროსმა ვაჟმა, ზუკამ დაურეკა და მიულოცა.

 

2021-05-10"ათი წლის წინ რატომ არ გავიცანი ეკა..." - რა სიურპრიზი მოუწყო იუბილარ გია დავითიანს ახლადშერთულმა ცოლმა

 

და 12-ს რომ ხუთი წუთი გადაცდა, საბარგულში დამალული სუნამო ამოვიღე და ჩემს ეკუნას დაბადების დღე მივულოცე. მის თვალებში დიდი მადლიერება დავინახე, ეს კი ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

 

ზაფხულში დედა გარდამეცვალა, ჩემი დედიკო, 62 წლის მანძილზე, უერთმანეთოდ, დღე არ გვიცხოვრია.

 

ბრონხიალური ასთმა ჰქონდა. ბოლოს ერთი ფილტვით არსებობდა. და ივლისში, იმ ერთმა ფილტვმაც გვიღალატა.

 

დედაჩემის ხელი ხელში მეჭირა, პულსზე მედო. უკანასკნელი პულსის დარტყმა გავიგე და წავიდა. ლამაზად და მშვიდად… ბედნიერი ქალი იყო, შვილთაშვილებს მოესწრო, 86 წლის გახლდათ. ბედნიერი იყო, რომ ჩემს გვერდით ნახა ჩემი რჩეული, ეკა.

 

მართალია, სიცოცხლე გრძელდება, ეკუნას პირველი დაბადების დღეა ჩემთან ერთად, მაგრამ მე დღეს სიმღერა არ შემიძლია… დედა მაინც ახალი წასულია… მთლად წელში გამართული არ ვიქნები.

 

ნახეთ: გია დავითიანი – „ტკივილს ნუღარ მომაყენებ“

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!