23:52 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

ეკლესიები უნდა დაიხუროს და ხალხმა ილოცოს სახლში – ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველოში ეკლესიები უნდა დაიხუროს.

 

„ეკლესიები უნდა დაიხუროს და ხალხმა უნდა ილოცოს სახლში. ეს ჩემი აზრია“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ საავტორო გადაცემაში.

 

 

დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთი აჭარაშია.

 

ამ ეტაპისთვის სულ დაინფიცირებულთა რაოდენობა 33, ხვალ განმეორებითი ტესტირებების შედეგად გაირკვევა გამოჯანმრთელდნენ თუ არა საბოლოოდ, N1 და N3 პაციენტები.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი