fbpx
18:11 | 2020-08-29 ავტორი: Prime Time

„ეკლესია ოჯახს ეუბნება: ღმერთმა სატანასთან გაუშვაო“ – 11 წლის გარდაცვლილის შესახებ ბასილ კობახიძე საუბრობს

„ეკლესია ოჯახს ეუბნება: ღმერთმა სატანასთან გაუშვაო“ – 11 წლის გარდაცვლილის შესახებ ბასილ კობახიძე საუბრობს

თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 11 წლის გარდაცვლილ ბიჭზე და წესის აგების საკითხზე წერს.

 

„ღმერთი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს არ არსებობს. 11 წლის ბავშვი საკუთარმა მამამ ცემით თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ეკლესია ამბობს წესს არ ავუგებო. ეს ბავშვი თუ ავად იყო ექიმის ცნობა მომიტანეთო.

 

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა თბილისშია
2020-08-29თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა თბილისშია
„ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება. 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია?” აცხადებს ეკლესია. წესის აგებაზე უარის თქმით ეკლესია ბავშვის ოჯახს და საზოგადოებას ეუბნება, რომ ნაწამებმა 11 წლის ბიჭმა ღმერთი დაგმო და ახლა ღმერთმა ის ჯოჯოხეთში გაუშვა სატანასთან, რომელიც ბავშვის წამებას მარადიულად გააგრძელებს.

 

ასეთი მამაძაღლი ღმერთი არ შეიძლება არსებობდეს, ასეთი მამაძაღლები მხოლოდ მეუფე მამაოები შეიძლება იყვნენ და არიან კიდევაც მაგრად. სახარებისეულ ღმერთს საქართველოს წმინდა, მართლმადიდებელ, ავტოკეფალურ და კიდევ რაღაც ჯანდაბა და დოზანა ეკლესიასთან არავითარი კავშირი არ აქვს,“- წერს კობახიძე.

 

23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს. გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X