23:45 | 2021-07-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ეხლა დამწკრივდით და მომისმინეთ… ყელში ამოვიდა თქვენი ფარისევლობა – დეკანოზი ილია ჭიღლაძე მთავრობას

ეხლა დამწკრივდით და მომისმინეთ… ყელში ამოვიდა თქვენი ფარისევლობა – დეკანოზი ილია ჭიღლაძე მთავრობას

„ეკლესია არც შიოლაშვილია, არც მისი ნახირი, ეკლესია არის ქრისტე და მისი მოძღვრება, ყელში ამოვიდა თქვენი ფარისევლობა, მაიმუნობა, მავნებლობა. დაიცავით სეკულარიზმი, რესპუბლიკა, სახელმწიფო“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს და უმრავლესობის ლიდერებს მიმართავს.

 

ეხლა დამწკრივდით და მომისმინეთ პრიმიტივო პრემიერ-მილისტო ღარიბაშვილო, მილისტო წულუკიანო, თმაგაჩეჩილო კობახიძევ და დანარჩენო მეოცნებეებო, საქართველოს დამაქცევრებო და მშვიდობიანი მოსახლეობის მჟუჟავებო, 5 ივლისის სისხლის და სხვა ბევრი ეროვნული უბედურების ჩამდენებო.

 

„ასეთი ავაზაკი ვინ გაგაჩინა?!” - ნინია კაკაბაძე ირაკლი კობახიძეს
2021-07-13„ასეთი ავაზაკი ვინ გაგაჩინა?!” - ნინია კაკაბაძე ირაკლი კობახიძეს

 

ეკლესიის მტრობა, ანტიეკლესიური ქცევა ზაგორსკული კადრის ან ნაციხარი მეუფეების დანაშაულებრივ საქმეთა კრიტიკა არაა, პირიქით ესაა ეკლესიის გაწმენდის და გადარჩენის მცდელობა;

 

ეკლესიის მტრობა და ანტიეკლესიური საქმეა ეკლესიის სწავლების და ღვთისმეტყველების უარყოფა, დამახინჯება, გაყალბება;

 

ეკლესიის მტრობაა მისი ავსება კრიმინალებით და უვიცებით, კორუფციით და სხვა სიმახინჯეებით;

 

ეკლესიაში დაბუდებულ ანაფორიან ავაზაკთა მხილება არათუ ეკლესიის მტრობა არაა, პირიქით ეკლესიის მოყვრობა და მოკეთეობაა;

 

ეკლესია არც შიოლაშვილია, არც მისი ნახირი, ეკლესია არის ქრისტე და მისი მოძღვრება, 7 მსოფლიო საეკლესიო კრება და წმინდანები. იმედია წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა შეგიძლიათ. ყელში ამოვიდა თქვენი ფარისევლობა, მაიმუნობა, მავნებლობა. დაიცავით სეკულარიზმი, რესპუბლიკა, სახელმწიფო. დაიცავით ქართველი ხალხი ირანიზაცია-კრემლიზაციისგან ან წაეთრიეთ სახლებში.

 

ტონი არ გაგიკვირდეთ, უარესი გეკუთვნით!“, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!