fbpx
00:36 | 2020-07-31 ავტორი: Prime Time

ეკატერინე ტიკარაძე: წლის ბოლომდე 1000-მდე დევნილი ოჯახის განსახლებას ვგეგმავთ

ეკატერინე ტიკარაძე: წლის ბოლომდე 1000-მდე დევნილი ოჯახის განსახლებას ვგეგმავთ

აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ჩვენ 360 ოჯახს გადავცემთ ბინას, ხოლო წლის ბოლომდე 1000-მდე დევნილი ოჯახის განსახლებას ვგეგმავთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ეფექტური ღონისძიებების გატარების შედეგად შეეცდება, რაც შეიძლება მეტ დევნილ მოსახლეს შეუმსუბუქოს ის პირობები, რომელშიც აქამდე უწევთ ცხოვრება.

 

„ჩვენ მივიღეთ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რის ფარგლებში უმოკლეს ვადაში შესაძლებელი გახდება სამეგრელოს ტერიტორიაზე მესამე, მეოთხე ხარისხის ნგრევადი ობიექტების სრული დახურვის.

„კაცმა ტირილი დაიწყო, ერთი კვირის წინ დავასაფლავე შვილი, რა ვალს მთხოვო“ - პრობლემური სესხების მართვის თანამშრომლის გულახდილი ინტერვიუ
2020-07-28„კაცმა ტირილი დაიწყო, ერთი კვირის წინ დავასაფლავე შვილი, რა ვალს მთხოვო“ - პრობლემური სესხების მართვის თანამშრომლის გულახდილი ინტერვიუ

 

აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ჩვენ 360 ოჯახს გადავცემთ ბინას, ხოლო წლის ბოლომდე 1000-მდე დევნილი ოჯახის განსახლებას ვგეგმავთ.

 

ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ პირობებს, ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას, ვინაიდან მრავალი წლის განმვლობაში ისინი ცხოვრობენ მძიმე პირობებში.

 

ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი და დღესდღეობით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბიუჯეტში გვქონოდა მობილიზებული საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა, რომლის რაციონალურად და ეფექტურად დახარჯვის შემთხვევაში ჩვენ დევნილი მოსახლეობისთვის დახმარების მეტი შესაძლებლობა გვაქვს.

 

წელს გამოყოფილია დამატებით 20 მილიონი და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად ეფექტური ღონისძიებების გატარების შედეგად, რაც შეიძლება მეტ დევნილ მოსახლეს შევუმსუბუქოთ ის პირობები, რომელშიც აქამდე უწევთ ცხოვრება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X