23:11 | 2020-05-14 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ეკატერინე ტიკარაძე – საქართველოს პიკი არ ჰქონია

ეკატერინე ტიკარაძე – საქართველოს პიკი არ ჰქონია

საქართველოს პიკი არ ჰქონია და ქვეყანა კოვიდინფექციის  გავრცელების რეჟიმში რჩება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

 

„იმ პერიოდში, როდესაც ბევრად მეტი, დღეში 20-30 ადამიანის დაინფიცირება ხდებოდა, გვქონდა მოლოდინი, რომ ამ პერიოდის გავლის შემდეგ, მაისის დასაწყისში გვექნებოდა გამოჯანმრთელებულთა მეტი რაოდენობა, ვინაიდან წინა პერიოდში დაინფიცირებულთა მეტი რაოდენობა იყო.

 

აქედან გამომდინარე, ეს ეპიდემიის გავრცელებასთან ნაკლებად დაკავშირებულია და უფრო მეტად დაკავშირებულია იმ წინა პერიოდთან, რომლისგანაც დღევანდელი გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი გამომდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 667 შემთხვევაა დადასტურებული.

 

383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X