fbpx
16:30 | 2020-05-15 ავტორი: თამთა თორდია

ეკატერინე ტიკარაძე – საქართველო და აშშ თანმიმდევრულად თანამშრომლობენ ვირუსის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით

ეკატერინე ტიკარაძე – საქართველო და აშშ თანმიმდევრულად თანამშრომლობენ ვირუსის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას.

 

„პირველივე დღიდან, მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა კორონავირუსის პანდემიის რისკები, საქართველო და აშშ თანმიმდევრულად თანამშრომლობენ ვირუსის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით.

 

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

 

მადლობა მინდა გადავუხადო „დიტრა“-საც, რომელიც მონაწილეობდა დღევანდელ ღონისძიებაში და ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ექსპო-ჯორჯიას“, რომელმაც ორი თვის განმავლობაში უფასოდ დაგვითმო სასაწყობე ფართი, სადაც განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებები.

 

აღნიშნულ ნივთებს ჩვენ ეტაპობრივად გავცემთ ჩვენს ექიმებზე, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან კოვიდინფექციის დამარცხებისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტის ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა.

 

ცერემონიას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრო.

 

ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, რათა შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X