23:00 | 2020-04-08 ავტორი: Prime Time

ეკა 60 წლის გახდა… მარტო მე და ეკა ვიყავით – ნანი ბრეგვაძე

ეკა 60 წლის გახდა… მარტო მე და ეკა ვიყავით – ნანი ბრეგვაძე

აჭარის საზოგაროებრივ მაუწყებელზე, ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას მომღერალი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მის შვილს ეკა მამალაძეს 60 წლის იუბილე გრანდიოზულად უნდა აღენიშნა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო ეს ვერ მოახერხა.

 

„სახლში ყოფნა ჩემთვის ახალი არ არის, რადგან მიყვარს სახლში ყოფნა. ჩემი შვილი ეკა მყავს თან, დანარჩენები ცალკე არიან, რაც ცოტა ძნელია.

 

ეს მდგომარეობა ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს. ეკას რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა და ძალიან სასაცილოც იყო. მხოლოდ მე და ეკა ვიყავით და არაფერი გაგვიკეთებია.

 

გვინდოდა რომ გრანდიოზულად აღგვეღნიშნა, რადგან 60 წელი არ არის პატარა ასაკი გვინდოდა ყველა მეგობარი და ოფიციალური პირები დაგვეპატიჟა, მაგრამ ვერ მოხერხდა“, – ამბობს ნანი ბრეგვაძე.

 

მომღერალი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სახლში ყოფნის პერიოდში საოჯახო საქმეების კეთებას ვეღარ აუდის.

 

მე თანახმა ვარ ყველაფერზე, თუ გინდათ 2 თვეც გავძლებ, ეს არის აუცილებელი. ტყუილად ხომ არ იძახიან იჯექით სახლშიო?! ხო და დარჩით სახლში, რა მოხდება?!

 

იმდენი საქმეა რომ ვეღარც ავუდივართ მე და ეკა. ბევრ რაღაცას ვაკეთებთ, დავიწყე არქივის ქექვა და ბევრი საინტერესო რაღაც ვიპოვე.

 

ვისაც რა ეხერხება, ის უნდა გააკეთოს. ჩვენ რაც გვეხერხება იმას ვაკეთებთ. ვინმემ რომ მოგვისმინოს იფიქრებენ გიჟი ქალები ცხოვრობენ ამ სახლშიო. ვმღერით და ვმღერით.

 

ძალიან ვნერვიულობ, მინდა რომ ყველამ სერიოზულად მიიღოს ეს მდგომარეობა“, – აცხადებს მომღერალი.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X