fbpx
01:32 | 2020-09-09 ავტორი: Prime Time

ეძებენ სერიულ მკვლელს, რომელიც ციხიდან მესამედ გაიქცა (იტალია)

ეძებენ სერიულ მკვლელს, რომელიც ციხიდან მესამედ გაიქცა (იტალია)

იტალიაში ეძებენ სერიულ მკვლელს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მესამედ გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, 60 წლის ჯუზეპე მასტინი სასჯელს კუნძულ სარდინიაზე, მკაცრი დაწესებულების ციხეში იხდიდა. მას 1989 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

„სამი დღე მესიზმრებოდა, რომ იხრჩობოდა“ - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი
2020-09-08„სამი დღე მესიზმრებოდა, რომ იხრჩობოდა“ - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი

 

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მასტინიმ ციხიდან ერთდღიანი გათავისუფლების უფლებით ბოროტად ისარგებლა და საკანში აღარ დაბრუნდა.

 

ჯუზეპე მასტინი 1970-80 წლებში სასჯელს რომში, რამდენიმე ადამიანის მკვლელობისთვის, გატაცებისთვის და ქურდობისთვის იხდიდა.

 

პირველად 60 წლის მამაკაცი ციხიდან 1987 წელს გაიქცა და პოლიციამ 2-წლიანი ძებნის შემდეგ იპოვა. ძებნის პერიოდში მასტინიმ რამდენიმე მაღაზია დააყაჩაღა და ერთი პოლიციელი მოკლა. მეორედ ის ციხიდან 2017 წელს, ასევე დროებითი გათავისუფლების დროს გაიქცა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X