15:24 | 2020-05-01 ავტორი: თეონა აბესაძე

ე.წ. საზღვრის სიახლოვეს გაშენებული სათბური, რომელიც 24 წლის გოგონას ოჯახურ ბიზნესად იქცა

ე.წ. საზღვრის სიახლოვეს გაშენებული სათბური, რომელიც 24 წლის გოგონას ოჯახურ ბიზნესად იქცა

24 წლის ახალგაზრდა ფერმერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელში, ანაკლია-განმუხურის საზღვართან ახლოს ცხოვრობს.

 

მარიამ ქობალიას ე.წ საზღვართან ახლოს გაშენებული აქვს სათბური, სადაც სხვადასხვა სახეობის უეკლო ჯიშის ვარდები მოყავს.

 

მარიამმა ყვავილების მოშენება ერთი წლის გადაწყვიტა და საქმიანობა ოჯახურ ბიზნესად აქცია.

 

მისი წლიური შემოსავლი 5 000 ლარამდე იყო, თუმცა ახლა კორონავირუსის გამო მარიამი ვარდების რეალიზაციას ვერ ახდენს. 

 

მარიამ ქობალია: „ერთი წლის წინ გადავწყვიტე ყვავილების მოშენება. მოვხვდი ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც დამეხმარნენ მეგობრები და იქ ვისწავლე პროექტის წერა, გავიარე ტრენინგები და შემდეგ დამიფინანსეს.

 

ჩამოვიტანე ნერგები თბილისიდან. მეხმარებოდა მამა ყვავილების დარგვაში, შეწამვლაში.

 

ვარდს აქვს 200-მდე დაავადება. ყოველდღე, როცა გაქვს ყვავილთან შეხება, იცი რა დროს რა სჭირდება.

 

ასევე მაქვს კონტაქტი ჩემს დამფინასებლებთან, ვისგანაც ნერგები შევისყიდე და ბოტანიკოსებთან.

 

 

ვცდილობ მამასთან ერთად შევწამლო. მაქვს 300-მდე გადაჭრილი ვარდები.

 

ვერსად ვერ ვახერხებ ვარდების რეალიზაციას. მანამდე ვაბარებდი ყვავილების მაღაზიებში და ზუგდიდის ბაზარში.

 

 

ასევე მოდიოდნენ სახლში, ვყიდდი თაიგულებს, მაგრამ ახლა ამ პერიოდში, ვირუსის გადამკიდე, მიდევს ვარდები წყალში გადაჭრილი“,- ამბობს 24 წლის მეყვავილე მარიამ ქობალია.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X