23:18 | 2020-04-16 ავტორი: Prime Time

ძუნძგლიან მღვდლებს ვერ მოერივნენ და ჩაკეტეს მთელი ქვეყანა – ნიკა გვარამია ხელისუფლებაზე

ძუნძგლიან მღვდლებს ვერ მოერივნენ და ჩაკეტეს მთელი ქვეყანა – ნიკა გვარამია ხელისუფლებაზე
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საავტორო გადაცემაში ხელისუფლებას სრული კარანტინის გამოცხადების გამო აკრიტიკებს.
გვარამია მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ეკლესიასთან დამარცხება აღიარა.
„ხელისუფლებამ აღიარა დამარცხება. ვერ მოერია ეკლესიას და იმის გამო, რომ ეკლესიას ვერ ერევა მთელი ქვეყანა გააჩერა.
ყოველგვარი მანქანის გადაადგილება 9 საათამდეც კი აკრძალულია. ტაში!
როგორ უნდა მივიდეს პურის მაღაზიის გამყიდველი თუ გლდანში ცხოვრობს და ვაკეში ყიდის პურს?!
ჩაკეტეს იმიტომ, რომ ეკლესიას, ძუნძგლიან მღვდლებს ვერ მოერივნენ. ყველას არ ვგულისხმობ, ბევრი დაბანილი და გონიერია.
 
ძუნძგლიან, გაჯიქებულ მღვლდებს ვერ მოერივნენ და ჩაკეტეს მთელი ქვეყანა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X