17:55 | 2020-10-15 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ძნელი აღსაწერია, რაც მე გადამხდა – ვის უხდის მადლობას დავით სოკოლოვი

ძნელი აღსაწერია, რაც მე გადამხდა – ვის უხდის მადლობას დავით სოკოლოვი

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ტელეწამყვანის დავით სოკოლოვის ვიდეოს ავრცელებს.

 

დავით სოკოლოვს, რომელიც 20 წელზე მეტ ხანს ბინას ელოდებოდა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სახლი აჩუქა.

 

„ის რაც მე გადამხდა მთლიანად, ცოტა ძნელი აღსაწერია და ცოტა არც იქნება საინტერესო ყველასთვის. ის, რომ 20 წელზე მეტი ბინას ველოდით, არავინ ყურად არ იღო არც ჩემი საბუთები, არც ჩემი მისვლა-მოსვლა, არავინ არაფერი, ამან ბოლოს ჩემი მეუღლეც შეიწირა და მგონი მეც მაგას ვეჭირებოდი.

 

მაგრამ ის არის საქმე, რომ ეს 20 წელიწადი ვისთანაც შევედი კაცმა ყურადღება არ მომაქცია, ადამიანიშვილმა, ბოლოს ვიფიქრე, რომ კალაძე დანიშნეს და ამასთანაც შევალ, ე.ი ლაპარაკი ვერ მოვასწარით, რომ იმავე დღეს გადაწყვიტა ჩემი საქმე. მეორე დღეს, რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ მობრძანდით უნდა გაგიფორმოთო არ დავიჯერე, გამოვთაყვანდი რა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ასე ჩავარდნილი ვარ ძალიან ბევრი სიხარული ვიგრძენი“, – ამბობს ვიდეოში დავით სოკოლოვი.

 

იხილეთ ვიდეო → შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ ეგ კაცი სათაყვანებელია – დავით სოკოლოვი

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +