fbpx
14:26 | 2020-10-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ძმისთვის დაურეკავს, მამიდა მოვკალიო“ – დუშეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

„ძმისთვის დაურეკავს, მამიდა მოვკალიო“ – დუშეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

დუშეთში სოფელ პოვლეურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

არსებული ინფორმაციით 60 წლის ნაირა გულბათაშვილი ძისშვილმა მოკლა.

 

„მოკლული ქალი დღეს იპოვეს, ამბობენ, ნათესავმა მოკლაო. 25 წლის ბიჭია, დაურეკავს ძმისთვის და უთქვამს მამიდა მოვკალიო. როგორც გავიგე, ამ წუთებშიც ეძებენ“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ხონის ფსიქიატრიულში მკურნალობდა. ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს  მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

დუშეთში 60 წლამდე ქალი მოკლეს

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X