fbpx
18:15 | 2021-01-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელი შაქარაშვილის მეგობარი იყო – „ზემოთ შევხვდებით ოდესღაც“

ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელი შაქარაშვილის მეგობარი იყო – „ზემოთ შევხვდებით ოდესღაც“

თბილისში ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელი მიშო ახლოურია, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო.

 

ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ტელევიზორი გახდა.

 

„ორივე გადასარევი ბავშვი იყო, საშინელება მოხდა. აქ ქირით ცხოვრობდნენ. სახლში იყვნენ, ერთი ტელევიზორს უყურებდა. როგორც ჩანს, ცოტა ხმა მაღალზე იყო ჩართული. უთქვია, ტელევიზორს ჩაუწიეო, ამას არ ჩაუწევია და შეკამათდნენ, რის გამოც დაჭრა და ვეღარ გადაარჩინეს ბავშვი“, – გვიყვება ერთ-ერთი მეზობელი.

 

შს-მ ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის მამაკაცი უკვე დააკავა.

 

აი, რას წერდა გარდაცვალებამდე მიშო ახლოურია, გიორგი შაქარაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში:

 

„აღარ ვიცი რა დავწერო შაქარ უშენოდ ყოფნა ძალიან მიჭირს, ძალიან მენატრები დღითიდღე მემატება ეს ტკივილი და მონატრება შენი. შენი ხმა ჩამესმის სულ ყურში როგორი კარგი ხმა გქონდა. როგორი განსაკუთრებული იყავი. ჩემი ოქრო კაცი იქნები მუდამ, სულ შენზე ვლაპარაკობ და ვიამაყებ რო ესეთი ძმა მყავდა გვერდით. უზომოდ მიყვარხარ და ზემოთ შევხვდებით ოდესღაც ჩემო ძმაო“

 

 

„ტელევიზორს ჩაუწიეო“ - სავარაუდოდ, ამ მოტივით მოკლა 21 წლის ბიჭმა 19 წლის ძმა (ვიდეო)
2021-01-06„ტელევიზორს ჩაუწიეო“ - სავარაუდოდ, ამ მოტივით მოკლა 21 წლის ბიჭმა 19 წლის ძმა (ვიდეო)

 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ავტორი: სალომე ნეფარიძე
X