01:27 | 2020-03-18 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ძმარი და მარილწყალი კორონავირისისგან იცავს?! – ექიმის რეკომენდაცია

ძმარი და მარილწყალი კორონავირისისგან იცავს?! – ექიმის რეკომენდაცია

ექიმი ზურაბ ვარაზი საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს. სანამ ვირუსი პნევმონიას გამოიწვევს და პაციენტის ჯანმრთელობა დამძიმდება, ის მოსახლეობას წყალში გაზავებული ზღვის მარილის ან ძმრის ნაზავის მიღებას ურჩევს.

 

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ვირუსი მათშორის კორონავირუსი თავდაპირველად ხვდება ლორწოვან გარსში, სადაც მიდის მისი ინკუბაცია. ამ დროს რეკომენდირებულია ცხელი სითხის მიღება. ამ დროს ვირუსი ჩაირეცხება კუჭში, სადაც მას დახვდება მჟავე წვენი და მოხდება მისი განადგურება. გარდა ამისა, რეკომენდირებულია ცხვირში ზღვის მარილის ხსნარის გამოვლება. მარილიანი, ანუ ფიზიოლოგიური ხსნარი ეფექტურია ჩვეულებრივი სურდოს დროსაც. ამ დროს ხდება ცხვირის გამორეცხვა და გასუფთავება. ეს ხსნარი არ აზიანებს ლორწოვან გარს. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

 

ვირუსთან ბრძოლის პარალელურად უნდა გავიძლიეროთ იმუნიტეტი და როგორც უკვე არაერთხელ ითქვა დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. ხელების ხშირი დაბანვა, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში პირბადის გამოყენება, შეამცირებს დაინფიცირების რისკს.“ – აცხადებს ზურაბ ვარაზი.

 

შეგახსენებთ, 17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები