20:02 | 2021-09-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ძლიერმა ქარმა ფოთში სახლები დააზიანა 

ძლიერმა ქარმა ფოთში სახლები დააზიანა 

ფოთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. წაქცეულია ხეები, რამდენიმე უბანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

 

მერიის შესაბამისი სამსახურები არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით მიმდინარეობს.

 

როგორც მერიაში აცხადებენ, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს სწავლობს. მათივე ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

 

ამასთან, ძლიერმა ქარმა ლარნაკას ქუჩაზე მდებარე ტერმინალში 25-ზე მეტი ტვირთმზიდი კონტეინერი დააზიანა. ტერმინალის შიდა პერიმეტრში მდებარე მცირე ზომის ნაგებობას სახურავები გადახადა. ტერმინალის მეპატრონეები ზარალს ითვლიან.

 

ავტორი: თეა შონია

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X

error: Content is protected !!