14:28 | 2020-04-06 ავტორი: თეონა ყაჭიური

ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს! – პაატა იმნაძე

ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს! – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, CoViD-19-თან გამკლავების თვალსაზრისით მათ კომუნიკაცია აქვთ სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან.

 

მისი თქმით, შექმნილია ქსელი, რომელსაც „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელსაც“ უწოდებენ.

 

„რა თქმა უნდა, ძირითადად, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმრთლეობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე ქსელი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი“.

 

ამ ქსელის მეშვეობით კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით. ჯერ, ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და წიწილებს კიდევ, შემოდგომაზე ითვლიან“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

იმნაძე: პორტუგალიელმა კოლეგამ მითხრა- საქართველოს მაგალითზე ვსწავლობთო
2020-03-26იმნაძე: პორტუგალიელმა კოლეგამ მითხრა- საქართველოს მაგალითზე ვსწავლობთო

 

 

  • ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები