fbpx
00:56 | 2020-10-01 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ძილის წინ სხვანაირად ჩავეხუტე და მოვეფერე… – ლულუ კახიანი ლულუსთან ურთიერთობის უკანასკნელ წუთებზე (ვიდეო)

ძილის წინ სხვანაირად ჩავეხუტე და მოვეფერე… – ლულუ კახიანი ლულუსთან ურთიერთობის უკანასკნელ წუთებზე (ვიდეო)

მომღერალმა და ტელეწამყვანმა ლულუ კახიანმა, შორენა ბეგაშვილის გადაცემაში „შორენას ეფექტი“, საკუთარ ტრაგედიაზე ისაუბრა.

 

ლულუმ ლენოს შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა. გაიხსენა ის ტრაგიკული დღე, როცა მისმა შვილმა სხვა განზომილებაში გადაინაცვლა.

 

„ლენო მიყვარდა სანამ დაიბადებოდა. მან მოიყვანა დიდი სიყვარული, პასუხისმგებლობის შეგრძნება. წაიღო ჩემი ნახევარი გული. აპრილის თვეში ლენომ დაკარგა თავისი უახლოესი მეგობარი. ძალიან განიცადა ეს ამბავი.

 

მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ დაგვერწმუნებინა იმაში, რომ ცხოვრება გრძელდება. ვსაუბრობდით გამოსავალზე, ლენო გამოსავალს ვერ ხედავდა. რთულია ამ დროს იყო შვილის მეგობარი, ის აღიქვამს ყველაფერს როგორც შენიშვნას და არა როგორც რჩევას.

 

მაისის თვეში ბათუმში წავედით რამდენიმე დღით. ეს მოხდა მაშინ როცა ჩვენ დავბრუნდით ბათუმიდან. წინ უძღოდა კონფლიქტი მამასთან, რომელიც მისის ცხოვრების წესს უკავშირდებოდა. ბოლო პერიოდში სკოლასაც აცდენდა.

 

ამის მერე მამამისი წავიდა სტუდიაში სამუშაოდ, ჩვენ სახლში მარტო დავრჩით. ძილის წინ სხვანაირად ჩავეხუტე და მოვეფერე. ვუთხარი, ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის შენს გვერდში ვართ-მეთქი. მეც ძალიან მიყვარხარო – მითხრა. შემდეგ წავედი და დავიძინე.

 

დაახლოებით 4-ის ან 5-ის ნახევარი იქნებოდა, როცა კარებზე ბრახუნის ხმამ გამაღვიძა. კარი რომ გავაღე, დავინახე 3 მამაკაცი. მივხდი, რომ რაღაც დასრულდა. ვერაფერი მითხრეს, ვერც შემომხედეს. ეს დუმილი იყო ყველაფრის მთქმელი. ეს ლენოს გადაწყვეტილება იყო. დანაშაულის გრძნობა ალბათ ყოველთვის მექნება.

 

იმ მომენტში დასაძინებლად არ უნდა წავსულიყავი. კიდევ უფრო მეტ ხანს უნდა მესაუბრა მასთან.

 

ხშირად ვიცვამ მის ტანსაცმელს. მაშინ მგონია რომ ლენო ვარ. ზუსტად იცის, რომ ძალიან მაკლია და მენატრება.

 

მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მე ამირჩია. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ის 15 წელი ჩემთან ერთად გაატარა. მინდა მჯეროდეს რომ ის სხვა განზომილებაშია და ერთ დღეს აუცილებლად შევხდებით. “ – ამბობს ლენო კახიანი.

 

შეგახსენებთ, ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის 15 წლის ქალიშვილი, გასული წლის ივნისში გარდაიცვალა.

არ უნდა წავსულიყავი დასაძინებლად, კიდევ ბევრი უნდა მელაპარაკა …

,,მინდა მჯეროდეს, რომ ლენო სხვა განზომილებაშია და ერთ დღეს შევხვდებით, მადლობა იმ 15 წლისთვის, რომელიც ჩემთან ერთად გაატარა'' – ლულუ კახიანი

Posted by შორენას ეფექტი on ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2020

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X