13:28 | 2020-05-04 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

ძილის პარალიზი – ანუ „ღამის კოშმარი“

ძილის პარალიზი – ანუ „ღამის კოშმარი“

ძილის პარალიზი არის ფენომენი, რომელიც ხდება ადამიანის ჩაძინებისას ან გაღვიძებისას, როდესაც მას არ შეუძლია მოძრაობა, ლაპარაკი ან რეაგირება, ვინაიდან პარალიზებულია.

 

ამას ხშირად საშიში ჰალუცინაციებიც მოჰყვება და მოვლენა რამდენიმე წამიდან წუთამდე გრძელდება. ის არ არის სიცოცხლისთვის საშიში.

 

მსოფლიოს მოსახლეობის 8%-ს სულ მცირე, ერთხელ, მაინც განუცდია ძილის პარალიზი.

 

 

გამომწვევი მიზეზები:

 

ძილის პარალიზი (დამბლა) უმეტესად გამოწვეულია ძილის უკმარისობით ან მემკვიდრეობითობით, თუმცა დაკავშირებულია სხვა დარღვევებთანაც, როგორებიცაა: სტრესი და შფოთვა. ძილის პარალიზის შანსს კიდევ უფრო ზრდის გულაღმა წოლა ძილისას. მეცნიერებს სჯერათ, რომ ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი თვალების სწრაფი მოძრაობის, სწრაფი ძილის, პერიოდის გაწყვეტაა.

 

 

ნიშნები და სიმპტომები

 

 

ძილის პარალიზის დროს ხშირია ზმუილის, სისინისა და ზუზუნის ხმების გაგება, ასევე სხვა მოჩვენებითი ხმების: საუბარი, ჩურჩული, ღრიალი.

 

ამ ხმებს თან ახლავს ძლიერი ემოციები, როგორებიცაა შიში და პანიკა. ზოგიერთებს ასევე ჰქონიათ შეგრძნება, თითქოს დაფრინავდნენ ან ვიღაც საწოლიდან ათრევდათ

 

 

ხშირად ძილის პარალიზის დროს ტვინი ქმნის რეალისტურ ჰალუცინაციებს, მაგალითად, რამე ბნელი ფიგურის შემოსვლას ოთახში ან მის გამოჩენას ფანჯრის მიღმა, ასევე წარმოსახული არაამქვეყნიური არსების მიერ შეშინებას ან გაგუდვას, რომელსაც ახასიათებს მკერდზე დაწოლის, სიმძიმის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება. ეს ჰალუცინაციები ძილის პარალიზის პერიოდში იწვევს ბევრ ფსიქოლოგიურ სიმპტომს, რომლებიც ააქტიურებს ადამიანის გადარჩენის ინსტინქტს, ანუ შებრძოლების ან გაქცევის უნარს, თუმცა უშედეგოდ, რადგან მოძრაობა, როგორც წესი, შეუძლებელია.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები