01:03 | 2020-06-06 ავტორი: Prime Time

ძიძა ირწმუნებოდა, რომ 1 წლის ბავშვი უბედური შემთხვევით დაიღუპა, მაგრამ ამ ვიდეომ ყველაფერი გამოააშკარავა – რა მოხდა არალეგალურ საბავშვო ბაღში რუსეთში

ძიძა ირწმუნებოდა, რომ 1 წლის ბავშვი უბედური შემთხვევით დაიღუპა, მაგრამ ამ ვიდეომ ყველაფერი გამოააშკარავა – რა მოხდა არალეგალურ საბავშვო ბაღში რუსეთში

დაახლოებით ერთი კვირის წინ რუსეთის ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ცოლ-ქმარმა იმ დღეს მათი 1 წლის ქალიშვილი არალეგალურ საბავშვო ბაღში მიიყვანეს. საცდელი პირველი დღე იყო, რაც ბავშვის გარდაცვალებით დასრულდა. ბაღის აღმზრდელმა, ირინა სუხანოვამ მშობლებს დაურეკა და შეატყობინა, რომ გოგონა აღარ სუნთქავდა.

 

მამა შვილთან მაშინვე გაიქცა და რა თქმა უნდა, სასწრაფოც გამოიძახა, თუმცა უკვე გვიანი იყო. აღმზრდელი ირწმუნებოდა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო – გოგონას გული აერია და დაიხრჩო.

 

 

თუმცა, სათვალთვალო კამერამ, სულ სხვა კადრები დააფიქსირა. ეს ვიდეო ოჯახის ადვოკატმა სოციალურ ქსელში ატვირთა.

 

პატარა ალესიას ბაღის სხვა აღსაზრდელმა უკბინა. გოგონამ ტირილი მორთო. მისი ხმის ჩასახშობად ძიძამ ბავშვს სახეზე ბალიში დაადო, მერე თავზე შემოაკრა და სხვა ოთახში გაიყვანა. სწორედ ეს მომენტი დააფიქსირა კამერამ.

 

 

როცა ქალმა ბავშვს შეაკითხა, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X