11:40 | 2020-05-09 ავტორი: Prime Time

ძარცვა, რომელმაც ადგილობრივები გააოგნა – დაზარალებულმა ჯილდო დააწესა

ძარცვა, რომელმაც ადგილობრივები გააოგნა – დაზარალებულმა ჯილდო დააწესა

საბერძნეთში, კალონაკის დასახლების მცხოვრებლებს რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოკრული პოსტერები დახვდათ, სადაც მძარცველების გამოსახულება იყო აღბეჭდილი.

 

პოსტერების ავტორი ერთ-ერთი მაცხოვრებელია, რომელიც მსხვილი უცხოური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია.

 

ის მოსახლეობას მძარცველების დაკავებაში დახმარებას სთხოვს და ინფორმაციის სანაცვლოდ სოლიდურ ჯილდოსაც აწესებს.

 

ადგილობრივები გააოგნა იმ ფაქტმა, რომ დამნაშავეები სახლს მთელი თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ძარცვავდნენ.

 

როგორც ჩანს, ეს იყო კარგად ორგანიზებული დანაშაული, რადგან მძარცველები საათების ინტერვალით ცდილობდნენ სახლში შესვლას.

 

დაახლოებით 22:00 საათზე მათ გარეთა კარი გატეხეს და 1 საათი იცდიდნენ, რათა დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ პოლიცია არ მივიდოდა.

 

მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ პოლიცია ადგილზე არ მივიდოდა შიდა კარზე „მუშაობას“ შეუდგნენ და სახლში შეაღწიეს.

 

მძარცველები არ ჩქარობდნენ, იცოდნენ, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა და იქიდან ნახევარი მილიონი ევროთი და წარმოუდგენლად ძვირადღირებული ნივთებით გავიდნენ.

 

კამერებმა მათი შესვლა-გასვლა დააფიქსირა და სახლის პატრონმა მთელ კოლონაკში გამოაკრა ეს კადრები.

 

ის ადგილობრივებს დახმარებას სთხოვს და რაც ყველაზე აღსანიშნავია, ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც დამნაშავეთა ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და მათ დაკავებაში დაეხმარება.

 

პოლიციამ ბიზნესმენს სთხოვა ფურცლები ჩამოეხსნა, თავად კი გამოძიებას აწარმოებენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები