11:48 | 2020-05-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“ძალიან ვნერვიულობდი… უთქმელი გროვდება, გროვდება და …” – რას განიცდიდა ლევან ყოჩიაშვილი

“ძალიან ვნერვიულობდი… უთქმელი გროვდება, გროვდება და …” – რას განიცდიდა ლევან ყოჩიაშვილი

მსახიობ ლევან ყოჩიაშვილს კარანტინი არ შეხებია, შინ არ გამოკეტილა. ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ანონსებს ახმოვანებს. სამაგიეროდ, შეეხო “ჩემი ცოლის დაქალების” სპეციალური სერიები, ანუ “ჩცდ – კარანტინში“.

 

დათოს და ნინას სერია ერთ-ერთი გამორჩეული სერია იყო. ბევრს მოეწონა და მათ შორის, რაც მთავარია, კოლეგები აღფრთოვანდნენ. კოლეგისგან აღიარება კი, დამეთანხმებით, ძალზედ სასიამოვნო რამაა.

 

როგორც ლევანი “პრაიმტაიმთან” ამბობს, ამ სერიით მან თავისი სათქმელიც თქვა, დაგროვილი და ართქმული.

 

მსახიობმა ისიც აღიარა, რომ დათო გოცირიძე იმდენად ჰყავს შესისხლხორცებული, რომ ტანსაცმლის ყიდვისას იმაზე ფიქრობს, ჩაიცვამს თუ არა მისი გმირი.

 

ცხრა წელი ერთი პერსონაჟის ცხოვრებით იცხოვრო, იოლი არ უნდა იყოს.

 

აღიარებს, რომ რამე რადიკალურად განსხვავებულის თამაში უნდა…

 

ლევან ყოჩიაშვილი: – “ჩემი ცოლის დაქალები – კარანტინში” გამოწვევა იყო, ვნერვიულობდი. ეს ცხრა წელიწადის დაგროვილი  სათქმელი არ იყო მხოლოდ. მეც ჩავდე ჩემი სათქმელი, რომლის თქმაც მომინდა.

 

ჩემი ცოლის დაქალები-ს ფოტო.

 

ამ სერიის მონოლოგი მხოლოდ ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე არ იყო. ჩვენ, ადამიანები, ხომ ერთმანეთს რაღაცებს არ ვეუბნებით, ყოველთვის რჩება რაღაც უთქმელი. ეს გროვდება, გროვდება მერე ასე იფეთქებს.

 

ჯობია, რომ ვთქვათ ის, რისი თქმაც გვინდა.

 

საინტერესო იყო და მგონი, თავი გავართვი. იმის საშიშროება იყო, რომ ერთფეროვანი არ გამოსულიყო. მაინც ერთ სივრცეში იყო გადაღებული. მაგრამ მაყურებელს მოეწონა.

 

მეცხრე წელია, რაც ამ სერილზე მუშაობთ და მობეზრების მომენტი არცერთ ეტაპზე არ გქონიათ?

 

– არა, არ არის მობეზრების მომენტი. როდესაც ასეთი გულშემატკივრობა და მოლოდინია, თავს უფლებას ვერ აძლევ, რომ მოვიწყინო, ან ინტერესი დავკარგო.

 

მაყურებელი ელოდება, შენც გინდა უფრო და უფრო უკეთესად ითამაშო.

 

– დათო გოცირიძის ტყვეობიდან თავის დასახსნელად რას აკეთებთ?

 

– რა თქმა უნდა, განსხვავებული როლის შესრულება მინდა, არაფერი საერთო რომ არ ექნება ამ როლთან. თუ რამეს დავთანხმდები, რადიკალურად განსხვავებული იქნება.

 

აქამდე, სანამ ამდენი მსახიობი შემოემატებოდა, მე და ანა ტყებუჩავა, 24 საათი ტელევიზიაში ვიყავით, გადასაღებ მოედანზე.

 

ამიტომ შემოთავაზებებზე უარს ვამბობდი. გულიც დამწყვეტია, თუმცა მე „ჩცდ“-ს ვერანაირად ვერ ვუღალატებ. ბევრი პერსონაჟი იყო მობმული და საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა.

 

ჩემ თავს უკვე, იცით, რაში ვიჭერ? ტანსაცმელს რომ ვყიდულობ, უკვე იმაზე ვფიქრობ, სერიალში თუ გამომადგება? დათო ჩაიცვამს ამას?

 

მიხვდით ხო? ავწიე ხელები და მივხვდი, რომ უკვე მორჩა! იმდენი დროა გასული… უკვე სერიალის მესამე თაობის ბავშვები გაიზარდნენ.

 

ჩემი ცოლის დაქალები-ს ფოტო.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +