fbpx
12:29 | 2020-11-24 ავტორი: Prime Time

ძალიან ვნერვიულობ თენგიზზე, მას იმუნოდეფიციტი აქვს – რას ჰყვება თეგიზ ცერცვაძის მეუღლე, რომელიც თავადაც კოვიდს ებრძვის

ძალიან ვნერვიულობ თენგიზზე, მას იმუნოდეფიციტი აქვს – რას ჰყვება თეგიზ ცერცვაძის მეუღლე, რომელიც თავადაც კოვიდს ებრძვის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად უცვლელია. მას ორმხრივი პნევმონია, ხველა, ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნება.

 

კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მკურნალობას სახლში გადიოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის 19 ნოემბერს მისსავე კლინიკაში გადაიყვანეს.

 

თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავისი სახსრებით უყიდა წამალი...- რას ჰყვება ავადმყოფი მოხუცის შვილიშვილი
2020-03-26თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავისი სახსრებით უყიდა წამალი...- რას ჰყვება ავადმყოფი მოხუცის შვილიშვილი

 

კორონავირუსს სახლში ებრძვის თენგიზ ცერცვაძის მეუღლე, ექიმი ანი თოფურიაც. მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

 

„დღემდე ძალიან ვნერვიულობ თენგიზზე, რომელსაც აქვს იმუნოდეფიციტი, თავისი დაავადებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სტრესული სამუშაო რეჟიმის გამო განსაკუთრებით იყო გადაღლილი. დაძაბული ვარ, რადგან ჯერ კიდევ არსებობს გართულების რისკი“, – ამბობს ანი თოფურია.

 

მისი თქმით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა.

 

„აღენიშნებოდა ტემპერატურა 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით დადგინდა იმუნიტეტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ჩემი მეუღლე წარმოადგენდა ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფს – ასაკისა და მისი თანმხლები დაავადების გამო, გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია“, – ამბობს ანი თოფურია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X