11:43 | 2020-07-31 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ძალიან უნდა ეცადო, რომ იუსტიციის სახლებზე ილაპარაკო და ეს კაცი გადაკვრითაც არ ახსენო” – გიორგი ვაშაძეს ყოფილი თანამოაზრეები უპირისპირდებიან

“ძალიან უნდა ეცადო, რომ იუსტიციის სახლებზე ილაპარაკო და ეს კაცი გადაკვრითაც არ ახსენო” – გიორგი ვაშაძეს ყოფილი თანამოაზრეები უპირისპირდებიან

“სტრატეგია აღმაშენებელის” დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე გაერთიანებულ ოპოზიციას “ძალა ერთობაშია”  გამოეყო და გუშინ საკუთარი პოლიტიკური გუნდი საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა.

 

ვაშაძის გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლად განაგრძოს პოლიტიკური საქმიანობა, ოპოზიციის დანარჩენი წევრების და მათი მხარდამჭერების კრიტიკა მოჰყვა.

 

“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პირად გვერდზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ვიდეო გამოაქვეყნა და გიორგი ვაშაძე მკაცრად გააკრიტიკა.

 

ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მე გავხდები - ვაშაძე
2020-07-31ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მე გავხდები - ვაშაძე

 

“ძალიან უნდა ეცადო, რომ იუსტიციის სახლებზე ილაპარაკო და ეს კაცი გადაკვრითაც არ ახსენო. მარა, არხსენებას ვინ დაეძებს, მთლად საკუთარ იდეად გამოაცხადე Giorgi Vashadze
და არაა კარგი დასაწყისი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცურვისთვის.

 

არც შენი იდეაა და, მეტიც, არც შენი განხორცილება (ნუ რაღაც ნაწილში, კი ბატონო. მაგრამ ეგეთი “ნაწილი” მანდ მინიმუმ 5 კაცს ქონდა). You know what I mean” – დაწერა ნიკა გვარამიამ.

 

პოსტს გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარაძიმიძეც.

 

გიორგი ბარამიძე: აბა, აი შუბლის ძარღვი სულ არ უნდა გქონდეს კაცს რომ ასე “ნაგლად” მიიწერო შენი უფროსის (მინისტრის) გაკეთებული საქმე როცა პატივი გქონდა ამ პროექტის კურატორი და არა ავტორი და სულის ჩამდგმელი, ყოფილიყავი.

 

ამის ისევ (სულ მეგონა მაინც იტყოდა სადმე) გატარება არაფრით შეიძლება, რადგან ისტორიის ასე თავხედურად გაყალბება არავის უნდა შერჩეს. გინდაც ჩვენი კოლეგა და პარტნიორი იყოს.

 

ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” გზები ორი თვის წინ გაიყო, როდესაც პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ერთ-ერთ შეკრებაზე სურვილი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა წარადგინონ.

 

გარიგდნენ თუ არა ჩარკვიანი და ვაშაძე ნაციონალური მოძრაობის ზურგს უკან - პასუხი გია ბარამიძის ბრალდებებზე
2020-06-03გარიგდნენ თუ არა ჩარკვიანი და ვაშაძე ნაციონალური მოძრაობის ზურგს უკან - პასუხი გია ბარამიძის ბრალდებებზე

 

მაშინ, გიორგი ბარამიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ ჩარკვიანი და ვაშაძე ოპოზიციის ზურგს უკან გაერთიანდნენ. მისი თქმით, ვაშაძე-ჩარკვიანმა “ნაციონალური მოძრაობის” ზურგს უკან აწარმოეს კამპანია.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X