17:07 | 2020-07-24 ავტორი: თამთა თორდია

„ძალიან ცუდად არიან… ერთად ვტირით…“ – შაქარაშვილის მშობლებს გიორგის მეგობრები მარტო არ ტოვებენ 

„ძალიან ცუდად არიან… ერთად ვტირით…“ – შაქარაშვილის მშობლებს გიორგის მეგობრები მარტო არ ტოვებენ 

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე პრაიმტაიმთან გიორგის კიდევ ერთხელ იხსენებს.

 

ის ჩვენთან საუბარში ყვება, თუ რა ნათესაური კავშირი აქვს შაქარაშვილების ოჯახთან.

 

რა უქენით ბავშვებს, ბიჭო, ნუ გამაგიჟეთ!... - ანა გაბეჩავას მიმოწერა შაქარაშვილის საქმის ორ ბრალდებულთან
2020-07-22რა უქენით ბავშვებს, ბიჭო, ნუ გამაგიჟეთ!... - ანა გაბეჩავას მიმოწერა შაქარაშვილის საქმის ორ ბრალდებულთან

 

„გიორგის მამა ლევანი და მე ბიძაშვილები ვართ, ჩვენ ძალიან მჭიდრო ნათესაური კავშირი გვაქვს. დედაჩემიც მათ ოჯახში გაიზარდა, მერე მე ვიზრდებოდი მათთან. შემდეგში უკვე გიორგი და გიორგის და ანი მოგვესწრნენ, ანი გიორგიზე 6 წლით უფროსია.

 

მირიან ნიკოლაძე გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ ძალიან უჭირთ ამ ტკივილის გადატანა.

 

„არ ვიცი როგორ უძლებენ ამ ტრაგედიას. ოჯახის წევრები ძალიან ცუდად არიან, ერთად ვტირით, მუდამ ერთად ვართ და გიორგის მეგობრები, ახლობლები მუდამ მათთან არიან. სახლში სულ არიან მისი მეგობრები. მაგით სულდგმულობენ და თითქოს გიოც მანდ ტრიალებს, თუმცა ღამე ძალიან მძიმე პერიოდი ეწყებათ. აი ასეთი ამბავია ჩვენს თავს და ამ ფონზე ჩვენ გვიწევს თავდაცვა არაადამიანური თავდასხმებისგან, ვიღაცა იძახის ბავშვის თემა გაყიდესო, ესე იგი მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ.

 

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, 19 ივნისს მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღეზე დაწყებულ დაპირისპირებას შეეწირა და ოთხდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 17 პირი დააკავა.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები