00:49 | 2021-04-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“ძალიან შეგნებული გოგოა, იცის, რატომაც მოხდა ასე…” – ლელა წურწუმია თავის 19 წლის ქალიშვილზე

“ძალიან შეგნებული გოგოა, იცის, რატომაც მოხდა ასე…” – ლელა წურწუმია თავის 19 წლის ქალიშვილზე

ლელა წურწუმიას ერთადერთი ქალიშვილი, 19 წლის მარიკო მამულაშვილი ფოტოგრაფიით არის გატაცებული. როგორც ამბობენ, კარგი ხედვა აქვსო, ამბობს ლელა.

 


მარიკო მომღერალი დედის ფოტოსესიას ხშირად იღებს. მას ხშირად მიჰყვება გადაცემის ჩაწერაზე. სამი კვირის წინ ლელამ სამხატვრო აკადემიაში კლიპი გადაიღო. მომღერალს დათუნა სულიკაშვილის შავი გიპიურის კაბა ეცვა. ფოტოსესია იქაც მარიკომ გადაიღო.

 

May be an image of 2 ადამიანი, hair და outerwear

 

ლელა წურწუმია: – ჭკვიანი გოგოა, დამოუკიდებელი და თავისებური.

 

– როგორც ვიცი, მარიკო არ სარგებლობს ლელას შვილის სახელით, ამით არ მანიპულირებს. 

 

– არა, ჩვენს შვილებს ეგ არ უყვართ. თავიდან ჰქონდა პროტესტი, ლელას შვილი რომ იყო და “იმ ლელას” რომ ვერ ხედავდა სახლში, გაბრაზებული იყო. ახლა ისეთ თბილ წერილებს მწერს და ისეთ რამეებს მეუბნება, ასე მგონია, ეს ყველაფერი მინაზღაურდება. ძალიან შეგნებული გოგოა, იცის, რატომაც მოხდა ასე. ცხოვრება წინ არის. ღმერთმა ქნას ჯანმრთელები ვიყოთ…

 

– ორივე თებერვალში ხართ დაბადებული. ხასიათით გავხართ ერთმანეთს?

 

– გარეგნულად ხომ ძალიან ჰგავს მამამისს, მე ხასიათით და დამოკიდებულებებით მგავს. თუმცა მარიკო ოდნავ უფრო ხისტია, ვიდრე მე ვიყავი. მე მორიდებული ბავშვი ვიყავი. დღევანდელი ბავშვები უფრო მობილიზებულები არიან. უფროსთან დამოკიდებულება, სიყვარული, სითბო, ყურადღება – ჩემგან აქვს და ვამაყობ, რომ ბევრი კარგი თვისება აქვს.

 

– დედისერთასთვის დამახასიათებელი ეგოიზმი არ აქვს?

 

– არა. არ არის გათამამებული ბავშვი. პირიქით, ვფიქრობ, მარიკო ძალიან დაიჩაგრა, რადგან ჩემი პროფესიის გამო ჩემთან ხშირი კომუნიკაცია არ ჰქონდა.

 

May be an image of 2 ადამიანი და outerwear

ავტორი: თამარ გონგაძე


X

error: Content is protected !!