fbpx
16:34 | 2020-09-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ძალიან რთულია, როცა ბავშვთან ერთად მუყაოზე ქუჩის ლამპიონის ქვეშ ცხოვრობ… ამიტომაც გულმა მიმტყუნა – მარტოხელა დედის ემოციური ისტორია

ძალიან რთულია, როცა ბავშვთან ერთად მუყაოზე ქუჩის ლამპიონის ქვეშ ცხოვრობ… ამიტომაც გულმა მიმტყუნა – მარტოხელა დედის ემოციური ისტორია

„გულის სტენტირება დამჭირდა, ძლივს გადამარჩინეს ექიმებმა. ქუჩაში ცხოვრებით, ყუთებში გატარებული ღამეებით იმდენად დავითრგუნე, რომ გულმა მიმტყუნა, მიღალატა. ძალიან რთულია, როცა ბავშვთან ერთად მუყაოზე ქუჩის ლამპიონის ქვეშ ცხოვრობ…” – ასე დაიწყო ახალგაზრდა, უსახლკარო, მარტოხელა დედამ პრაიმტაიმთან საუბარი.

 

33 წლის აზა ამბობს, რომ ბოლო სამი თვე ქუჩაში გაატარა. ვაზისუბანში ერთ-ერთ მაღაზიასთან მუყაოები გაშალა და შვილთან ერთად ქუჩაში დაიწყო ცხოვრება. მანამდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ქირა ვეღარ გადაიხადა და გაუშვეს…

 

სახლი რამდენიმე წლის წინ, წაართვეს. ბებიას მოტყუებით საბუთზე ხელი მოაწერინეს და ასე მიითვისა მათი საცხოვრებელი ნათესავმა.

 

ამბობს, რომ სოციალური დახმარებაც აღარ აქვს, რადგან ერთ სახლში არ არის და იქ უწევს ცხოვრება, სადაც შეუძლია, თბილისის ნებისმიერ უბანში… თავს მოწყალების თხოვნით ირჩენენ. თუ გაუმართლა და დაეხმარნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დღეს, 12 წლის ნინიკოს მაწონი და ფუნთუშა აქვს. თუ არა და პურის ნაჭრების განაწილება უწევთ.

 

აზას გულის პრობლემების გარდა, სხვა დაავადებებიც აქვს – შაქრიანი დიაბეტი და დაქვეითებული მხედველობა. სათვალესაც ვერ ვყიდულობო, ამბობს.

 

როცა, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან ბავშვებისთვის 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხათ, აზას და ნინიკოს გაუმართლათ. ძილი ძალიან გვენატრებოდა, ერთი თვით ერთი პატარა და ბნელი ოთახი ვიქირავეთ ამ 200 ლარით, საწოლებში დავიძინეთო, ამბობს.

 

იცის, რომ 3 ოქტომბრამდე თავშესაფარი და საწოლი ექნება, მაგრამ ამის შემდეგ, ალბათ, ისევ ქუჩაში ცხოვრება მოუწევს. ზამთრის მოახლოება აშინებს. წვიმაში და ქარში პოლიეთილენის დიდ ნაჭრებს ვიფარებთ, ბავშვი არ გამიცივდეს თორემ რაც მომივა, მომივიდესო, თქვა.

 

თბილისში, მარტოხელა მოხუცმა ფართი კომპანიას მიაქირავა და აი, რა აღმოჩნდა სარდაფში
2020-09-24თბილისში, მარტოხელა მოხუცმა ფართი კომპანიას მიაქირავა და აი, რა აღმოჩნდა სარდაფში

 

„ორი კვირის წინ, ქუჩაში მოწყალებას ვითხოვდი, როცა საშინელი ტკივილი ვიგრძენი. გამვლელებმა სასწრაფო გამოიძახეს და გულის სტენტირება დამჭირდა, ძლივს გადამარჩინეს ექიმებმა. ქუჩაში ცხოვრებით, ყუთებში გატარებული ღამეებით იმდენად დავითრგუნე, რომ გულმა მიმტყუნა, მიღალატა. ძალიან რთულია, თანაც როცა ბავშვთან ერთად მუყაოზე ქუჩის ლამპიონის ქვეშ ცხოვრობ…

 

ჩვენს ბედზე პრემიერმა 200 ლარიანი დახმარებები რომ ჩარიცხა, ოთახი ერთი თვით ვიქირავეთ, სადაც საწოლებია. ხალხო, არ მჯეროდა, რომ საწოლში კიდევ დავწვებოდი… მახსენდებოდა ის დრო, სანამ მეზობელი თაღლითურად ბებიას ხელს მოაწერინებდა და სახლს წამართმევდა.

 

როცა კლინიკაში მოვხვდი, იმას ვდარდობდი, რომ თუ მოვკვდებოდი, პატარა გოგო უპატრონოდ დამრჩებოდა. თან ერთი თვით ქუჩას დაღწეული თავი და უქმად მდგარი ჩემი დროებითი საწოლი მენანებოდა. 30 ღამე უნდა გამეტარებინა იმ საწოლში, და 8 დღე-ღამე საავადმყოფოში გავატარე.

 

იმ დროს, უბნის ერთ-ერთმა ბურახის გამყიდველმა ქალმა შეიფარა ჩემი შვილი და ის უვლიდა. საშინელ დღეში ვარ, როცა მეორე ქირის გადახდის დრო მოვა, ბინას დავცლი… ეს ნესტიანი და ბნელი ოთახიც კი ჩემთვის სასახლეა. ისევ ქუჩაში, ლამპიონის ქვეშ ვიცხოვრებთ მე და ჩემი გოგო.

 

მე ისევ შემეშინდება ზამთრის სუსხის, თორემ ქარს და წვიმას პოლიეთილენის დიდი პარკებით ვებრძვით. ყინვას ეს ვერ დაიჭერს… მეშინია რომ ნინიკო გამიცივდება, თორემ მე ყინვა თუ არა, დარდისგან და დაუნდობელი ცხოვრებისგან დაფლეთილი გული საბოლოოდ გამისკდება… წასასვლელი მაინც არსად მაქვს…” – ამბობს აზა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X