20:15 | 2020-08-23 ავტორი: Prime Time

„ძალიან ნუ გადამირბენთ… წავიყვანე პანსიონატში“ – ნანიკო ხაზარაძე ალცჰაიმერით დაავადებული მამის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ძალიან ნუ გადამირბენთ… წავიყვანე პანსიონატში“ – ნანიკო ხაზარაძე ალცჰაიმერით დაავადებული მამის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის მამა უკვე წლებია ალცჰაიმერის დაავადებას ებრძვის. მამასთან დაკავშირებით, ტელეწამყვანი ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„ვისაც ჩემზე უფრო გიყვართ მამაჩემი, გელოდებით ყიფშიძის 16 ნომერში. თქვენ გექნებათ იზოლირებული ოთახი და ტელევიზორი, კვება თავისთავად.

 

მამას ალცჰაიმერი აქვს.

 

ალცჰაიმერის დაავადება — თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. ვისაც შეხება არ ჰქონია ამ დიაგნოზთან, რთულად გაიგებს მის ხასიათს, რომელიც ფაზებით ხასიათდება. თავიდან შეუმჩნევლად მიდის ყველაფერი და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ რომ ჩიხში ხარ!

 

დღეს მამაჩემისთვის ხან მისი და ვარ, ხან მეუღლე, ხანაც სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი…

 

„უკანასკნელ ცნობებში“ ნახა თითქოს მისმა დამ ქონება დაუყადაღა. ჩემი შვილი ლილუ „რა ლამაზი ქალია“, მე ქვეშ-ქვეშა ვარ.

 

გიორგი გახარია მის ოთახში ატარებს ბრიფინგებს და ა.შ…

 

ჰოო დისტანციურად „საყვარლობაა“ და ასევე დისტანციურად მისი მოვლა ჯოჯოხეთი!

 

მამას, თუნდაც მომვლელთან ერთად სახლში მარტო დატოვება რისკია! დამალული გასაღები, ასანთი, პულტები, გამოკეტილი ოთახი.. ჩემთან ინტენსიური რეკვა… ღამე … ამიტომ წავიყვანე პანსიონატში სადაც „მისნაირები“ ცხოვრობენ.

 

ახლა მამაჩემი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, მღერის, უკრავს, ცეკვავს, ლექსებს კითხულობს, ქალი მოსწონს, ქალებს მოსწონთ, ლექციებს კითხულობს, რთული პაციენტები ჰყავს, ოპერაციებს გეგმავს და რაც მთავარია, ხელფასი აქვს. ის დღეს ბედნიერია და ამისთვის დიდი მადლობა მაიას.

 

ეს – მაიაკოვსკის ქართულ-რუსული ლექსი, დაკვრა და მედიცინაა მისი მთავარი ვნება ახლა. ძალიან ნუ გადამირბენთ“, – წერს ხაზარაძე.

 

სოციალურ ქსელში პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ტელეწამყვანს საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანაგრძნობას უცხადებს და საქციელს უწონებს.

 

ავტორი: Prime Time


X