fbpx
18:06 | 2020-10-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მასწავლებლებს ვერ ჩავეხუტე… ჩვენთან შეხება აკრძალულია!“- მეხუთეკლასელი გოგონას ემოცია სკოლაში დაბრუნებაზე

„მასწავლებლებს ვერ ჩავეხუტე… ჩვენთან შეხება აკრძალულია!“- მეხუთეკლასელი გოგონას ემოცია სკოლაში დაბრუნებაზე

დღეიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. ფოთსა და გორში კი საკლასო ოთახებში სწავლა ყველა კლასის მოსწავლეს შეუძლია.

 

რა ემოციებთან არის დაკავშირებული დისტანციური სწავლების შემდეგ სკოლაში დაბრუნება – ამაზე „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი კერძო სკოლის მოსწავლე, მე-5 კლასელი მარიამ ნადირაძე ესაუბრა.

 

მარიამ ნადირაძე: ძალიან მიხაროდა სკოლაში წასვლა… მაგრამ, წინა წლებისგან განსხვავებით, მასწვალებლებთან ჩახუტება ვერ შევძელი.

 

სკოლის შენობაში სანამ შევიდოდი, სიცხე გამიზომეს, დეზობარიერი გავიარე და საკლასო ოთახში ავედი. იქ ჩვენი მერხები ცალ-ცალკე იდგა. ყველა ბავშვს საკუთარი სადეზინფექციო ხსნარი და სველი ხელსახოცი ჰქონდა მოტანილი. მხოლოდ მასწავლებლებს ეკეთათ პირბადე. 

 

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის! რა უნდა ვიცოდეთ ხვალ სკოლაში მისვლისას
2020-09-30ინფორმაცია მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის! რა უნდა ვიცოდეთ ხვალ სკოლაში მისვლისას

 

რვეულებში ვმუშაობდით, თუმცა მასწავლებელი ჩვენს ნამუშევრებს არ კრებს, რადგან, თურმე, ჩვენს ნივთებთან შეხება აკრძალული აქვთ. ჩვენივე შესრულებულ დავალებებს ვკითხულობდით და ვასწორებდით. 

 

წინა წლებთან შედარებით ეს დღე ძალიან განსხვავებული იყო. ადრე ერთმანეთისთვის ყველაფრის თხოვება შეგვეძლო – რვეულის, კალმის, ფანქრის. ახლა ეს არ შეგვიძლია. დაფასთან გამოსვლისთვისაც კი ყველას საკუთარი მარკერი უნდა გვქონდეს.

 

შესვენებებიც გადანაწილებულია. ყველა კლასს აქვს სია, თუ რომელ საათზე უნდა გამოვიდნენ დერეფანში.

 

ჩვენ ამ შუალედში მომდევნო გაკვეთილისთვის ვემზადებით და ვსაუბრობთ, ოღონდ დისტანციურად. ბიჭები ძველებურად ცდილობენ მოქცევას და არ უნდათ ამ შეზღუდვების გათვალისწინება, მაგრამ მასწავლებლები ამის საშუალებას არ აძლევენ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X