00:02 | 2020-06-25 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„ძალიან მენატრები!“ – ვის მიუძღვნა სოფო ნიჟარაძემ მორიგი გულისამაჩუყებელი პოსტი ამერიკიდან

„ძალიან მენატრები!“ – ვის მიუძღვნა სოფო ნიჟარაძემ მორიგი გულისამაჩუყებელი პოსტი ამერიკიდან

მომღერალი სოფო ნიჟარაძე რამდენიმე თვეა ამერიკაში ცხოვრობს, სადაც 5 თვის ორსული გაემგზავრა და ერთი თვის წინ, პატარა გოგონას დედა გახდა.

 

ქალიშვილს სოფომ ალის-მარია დაარქვა, თუმცა სხვა დეტალები ცნობილი ამ დრომდე არ არის.

 

სოფო ნიჟარაძე მშობიარობის შემდეგ Instagram-ზე გამოჩნდა
2020-06-14სოფო ნიჟარაძე მშობიარობის შემდეგ Instagram-ზე გამოჩნდა

 

სოფო სოციალურ ქსელში აქტიურობით არც ადრე გამოირჩეოდა და მითუმეტეს ახლა, როცა ყველას აინტერესებს, როგორ გამოიყურება ის დედის ამპლუაში.

 

მომღერალმა გუშინ, ინსტაგრამზე მამის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: ძალიან მენატრები და ასე მიულოცა გარდაცვლილ მამას მამების საერთაშორისო დღე.

 

სოფო ნიჟარაძის მამა რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. მას სიმსივნე ჰქონდა. მომღერალმა მამის გადარჩენა ყველანაირად სცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო და საყვარელი მშობლის გარდაცვალება “ცეკვავენ ვარსკვლავების” სცენაზე შეიტყო.

 

სოფო ნიჟარაძე მამასთან
ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X