20:26 | 2020-03-13 ავტორი: თამარ გონგაძე

“ძალიან მედარდებით…” – ნატო გელაშვილი იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მხარდაჭერას უცხადებს

“ძალიან მედარდებით…” – ნატო გელაშვილი იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მხარდაჭერას უცხადებს

ნატო გელაშვილი იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს “ფეისბუქის” მეშვეობით ეხმიანება და ამხნევებს. ავტორ-შემსრულებელი თანამემამულეებს მხარდაჭერას შვილებთან ერთად უცხადებს.

 

“მოგმართავთ იტალიაში მცხოვრებ ყველა ემიგრანტს, ყველას განურჩევლად იმისა, ვისთანაც მქონია, ან არ მქონია საკონცერტო ტურნეების დროს შეხება:

 

მინდა ჩემი თანადგომა გამოვხატო ამ “ავბედობის” ჟამს თქვენს მიმართ. მზად ვარ ყველანაირი თანადგომა გავუწიო იტალიაში მცხოვრებ ყველა ემიგრანტს შეძლებისდაგვარად. მეც და ჩემი შვილებიც გვიგულეთ თქვენს გვერდით. თქვენგან ჩემი ოჯახისთვის გამომეტებულ სიყვარულს გვინდა ჩვენი წილი სიყვარულით და თანადგომით ვუპასუხოთ. მჯერა, ეს ყველაფერი მალე გაივლის და ერთმანეთის თანადგომით გადავრჩებით. დატოვეთ საჯარო კომენტარები, რომ გავერთიანდეთ და შევძლოთ ერთმანეთის დახმარება… მიყვარხართ და ძალიან მედარდებით” – წერს გელაშვილი სოციალურ ქსელში.
ნატო გელაშვილმა დეკემბერში, ემიგრანტების მოთხოვნით, მილანსა და რომში ორი კონცერტი ჩაატარა. ავტორ-შემსრულებელი იტალიას აგვისტოშიც სტუმრობდა.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X