fbpx
22:13 | 2020-03-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ძალიან ხშირად არ ითვალისწინებენ ეკლესიის აზრს – მამა ანდრია ჯაღმაიძე

ძალიან ხშირად არ ითვალისწინებენ ეკლესიის აზრს – მამა ანდრია ჯაღმაიძე

ძალიან ხშირად ხდება, რომ არ ითვალისწინებენ ეკლესიის აზრს, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

„თორნიკე მამალაძე თავისი 10 განცხადებიდან 9-ს ტყუილს ამბობს. ყველაფერზე შესაძლებელია, რომ მოვიყვანოთ შესაბამისი საბუთები. თქვენ დაგისვამთ, რა წყაროზე აკეთებს განცხადებებს?! მე რომ ვთქვა, რომ ჩემი წყაროები ამბობენ, თორნიკე მამალაძე დიდ გაუგებრობაშია და თავისი ძმის საწინააღმდეგოდ მოქმედებს თავისდაუნებურად, დაიჯერებთ?

 

სინოდმა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველობის უმაღლესი ორგანოა, განაცხადა და შესაბამისი შუამდგომლობის წერილით მიმართა პრეზიდენტს.

 

სასამართლოს წინა დღეს, საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ ეკლესიის ნება სინოდის განცხადებაშია გამოხატული და არა თუ გადავადება, არამედ საერთოდ გათავისუფლებაზე შუამდგომლობა არის სრულიად საქართველოს ეკლესიის მხრიდან გაკეთებული“, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

 

შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოსთან მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე იმყოფებოდა

 

ის სინოდის მიერ პრეზიდენტთან შუამდგომლობას შეწყალების თაობაზე ფარსს და დადგმულ სპექტაკლს უწოდებს. სასამართლოს მიერ სასჯელის გადავადების დაუკმაყოფილებლობას კი მოსამართლისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტთან კავშირს შედეგად აღიქვამს.

 

ნახეთ ვრცლად: 

„დეკანოზი გაწირეთ სიკვდილისთვის?“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან მივიდა
2020-03-20„დეკანოზი გაწირეთ სიკვდილისთვის?“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან მივიდა

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X