20:07 | 2020-09-22 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ძალიან ფრთხილად საუბრობდა და ქალებით ინტერესდებოდა – ჯეიმს ბონდის სადაზვერვო მისია პოლონეთში (დოკუმენტური მასალები)

ძალიან ფრთხილად საუბრობდა და ქალებით ინტერესდებოდა – ჯეიმს ბონდის სადაზვერვო მისია პოლონეთში (დოკუმენტური მასალები)

კითხვას, ნამდვილად არსებობდა თუ არა ლეგენდარული მზვერავი ჯეიმს ბონდი ანუ აგენტი 007 პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის არქივში დაცული დოკუმენტაცია პასუხობს.

 

იქ დაცულ მასალებს შორის ერთი საინტერესო დოკუმენტია, რომელიც ნამდვილი ჯეიმს ბონდის, იგივე აგენტი 007-ის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. რაც ადასტურებს, რომ ჯეიმს ბონდი ნამდვილად არსებობდა.

 

„ყველამ ვიცით, მისი უდიდებულესობა, ყველაზე ცნობილი აგენტი ჯეიმს ბონდი, მაგრამ ცოტამ თუ იცის იმ ფაქტის შესახებ, რომ ის ვარშავაშიც ფარული მისიით იმყოფებოდა.“ – ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის განცხადებაშია ნათქვამი.

 

დაწესებულება, ჯეიმს ბონდის ჩანაწერის შინაარსს ასაჯაროებს:

 

 

„ჯეიმს ბონდი პოლონეთში 1964 წლის 18 თებერვალს ჩავიდა, როგორც ბრიტანეთის საელჩოს სამხედრო ატაშატის მდივანი არქივისტი.

 

ასეთი ცნობილი აგენტის ჩასვლა ყურადღების მიღმა არ დარჩენია შსს-ს II დეპარტამენტის კონტრდაზვერვის სამსახურს.

 

 

ოპერატიულ-სადამკვირვებლო მისიას Samek-ი ერქვა, რომლის ფარგლებშიც ჯეიმს ბონდზე მკაცრი თვალთვალი განხორციელდებოდა.

 

გაირკვა, რომ ბონდი ძალიან ფრთხილად საუბრობდა და ის „ქალებით იყო დაინტერესებული“. არ შედიოდა პოლონეთის მოქალაქეებთან ახლო ურთიერთობაში.

 

1964 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იგი სამხედრო ატაშესთან ერთად გაემგზავრა ბალიასტოკისა და ოლშტინის პროვინციებში და სამხედრო ობიექტებში შეაღწია.

 

თუმცა, ალბათ, მან ვერ მოიპოვა მისთვის საჭირო და ღირებული ინფორმაცია, ამიტომაც ჯეიმს ბონდმა 1965 წლის 21 იანვარს პოლონეთის ტერიტორია დატოვა.

 

აგენტი 007-ის ყოფნის შემდეგ, ოპერატიული სადამკვირვებლო საკითხთან დაკავშირებული დატოვებული ჩანაწერები და დოკუმენტები დარჩა.“ – აცხადებენ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +