11:01 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

ძალიან ბევრი ადამიანის სული გადაარჩინე – სამღვდელოება და მრევლი არქიმანდრიტ იოაკიმეს ემშვიდობება

ძალიან ბევრი ადამიანის სული გადაარჩინე – სამღვდელოება და მრევლი არქიმანდრიტ იოაკიმეს ემშვიდობება

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სამძიმრის წერილს ავრცელებს. 

 


„2021 წლის 29 ივლისს,გარდაიცვალა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი და ღვაწმოსილი სასულიერო პირი, არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი).

 

წმინდათა თანა განუსვენოს უფალმან ღმერთმან არქიმანდრიტ იოაკიმეს სული“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

მამა იოაკიმეს გარდაცვალებას მამა შალვა კეკელია ეხმაურება:

 

„მამა იოაკიმე ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ცათა ძალიან ბევრი ადამიანის სული გადაარჩინე. ჩემთვის იყავი მღვდლობის მაგალითი, შეუპოვარი, უდრეკი ხასიათის, ღმერთზე და ეკლესიაზე შეყვარებული ილოცე ჩვენთვის ზეციერი საქართველოდან“,- წერს მამა შალვა.

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!