
ესენი არიან ადამიანები, რომელიც ძალიან იშვიათად მოდიან ეკლესიაში, წელიწადში ერთხელ მოდიან და უხარიათ ამ სადღესასწაულო ხალხმრავლობაში მონაწილეობა, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მრევლის უდიდესი ნაწილი გაფრთხილებებს გაითვალისწინებს.
„წელს ამ გაფრთხილებებს დარწმუნებული ვარ, რომ მრევლის უდიდესი ნაწილი გაითვალისწინებს.
მიიღებს თავის თავზე ყველაფერს, რაც მას ეკუთვნის და შესაბამისად დაიცავს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენი ღრმად პატივცემული ექიმები იძლევიან“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.