01:25 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

ძალაგამოცლილმა მეთევზემ საკუთარი სიცოცხლის ბოლო წამები ვიდეოზე აღბეჭდა (ვიდეო)

ძალაგამოცლილმა მეთევზემ საკუთარი სიცოცხლის ბოლო წამები ვიდეოზე აღბეჭდა (ვიდეო)

43 წლის ჯერემი უორტი ავსტრალიის ქალაქ იასიდან ახალ სამხრეთ უელსის სანაპიროზე სათევზაოდ წავიდა. როცა მან ნავი შეუშვა წყალში, ის ტალღამ გაავსო. მან ამას ყურადღება არ მიაქცია და ზღვაში მაინც შევიდა. დინებამ და ძლიერმა ქარმა ის ღრმად გაიტაცა.

 

ჯერემი იმ დღეს სოციალურ ქსელში აქტიური იყო. ჯერ ნავის ფოტო გამოაქვეყნა, შემდეგ რუკის სქრინშოთი, სადაც მონიშნული იყო მისი ადგილმდებარეობა. მისმა მეგობრებმა ეს ფოტო დახმარების თხოვნად აღიქვეს. ბოლოს ის LIVE-ში ჩაერთო. ყვებოდა, რომ ძალიან დაიღალა, რომ უკან ვეღარ ბრუნდებოდა.

 

უკან ვეღარ დავბრუნდები – ძალიან შორია

 

– ჯერემი უორტი

 

 

ეს ვიდეო მეთევზისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. 9 წუთში, მას შემდეგ, რაც მისი LIVE-ი გაითიშა, ნავი სანაპიროზე გამორიყული იპოვეს, რამდენიმე საათში კი მაშველებმა ჯერემის ცხედარი აღმოაჩინეს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X