21:46 | 2021-04-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“ძალადობის მომხრე გამომიყვანეს! უცნობი და ნაცნობი, ყველა მლანძღავს” – ზურაბ ცინცქილაძე

“ძალადობის მომხრე გამომიყვანეს! უცნობი და ნაცნობი, ყველა მლანძღავს” – ზურაბ ცინცქილაძე

ზურაბ ცინცქილაძე, “ტვ პირველის” ეთერში, მაყაშვილი-ზანგურის სკანდალს შემდეგნაირად გამოეხმაურა.

 

“თქვა, რომ გამ­ლა­ხაო?! ეს ბე­სოს ბრა­ლიც არის და იმის, ვინც თქვა, რომ გამ­ლა­ხაო. ცნო­ბი­ლია, რომ კა­ცის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბა და მი­თუ­მე­ტეს, თუ ქმა­რია, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქალ­ზე, მე­უღ­ლე­ზე. თუ რამე ავს გა­ა­კე­თებს კაცი, ცხა­დია, რომ ქა­ლის დიდი ბრა­ლე­უ­ლო­ბაა მას­ში. თუ დი­დია მა­მა­კა­ცი, ეს არის ქა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა. ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რა უნდა და­ა­შა­ვოს ქალ­მა ისე­თი, რომ მას­ზე ხელი აღ­მარ­თო?!”

 

მსახიობის ამ კომენტარს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. ცინცქილაძე გაკიცხეს, მოძალადის დამცველი და წამქეზებელი გამოიყვანეს.

 

ამ ხმაურმა მსახიობი ააღელვა. ამბობს, რომ ჟურნალისტმა 15-წუთიანი საუბრიდან რეპლიკები ამოიღო და მოძალადის მომხრე გამოიყვანა. მოხარულია, რომ “პრაიმტაიმით” კომენტარის გაკეთების საშუალება მიეცა.

 

ზურაბ ცინცქილაძე: – კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, ყველაზე დიდი სასჯელია ის, რასაც ებრძვი, შენ რომ დაგაბრალებენო. მთელი ჩემი ცხოვრება ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ტელევიზიით მოძალადე გამომიყვანეს.

 

მოგიყვებით როგორ მოხდა. სამი თვეა ოზურგეთის თეატრში სპექტაკლზე ვმუშაობ. ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით გავაკეთეთ. მე ნოდარს განვასახიერებ. ყოველ დღე დავდივარ ბათუმიდან. გუშინ ჩამოვიდა მინისტრი, ნახა გენერალური რეპეტიცია.

 

Exclusive: გმირობანას ნუ თამაშობენ... ვინც დღეს ზანგურის უზნეობაზე ხმამაღლა გაჰყვირის, მაშინ ჩემს გვერდით არ დამდგარან - ლელა ალიბეგაშვილი
2021-04-15Exclusive: გმირობანას ნუ თამაშობენ... ვინც დღეს ზანგურის უზნეობაზე ხმამაღლა გაჰყვირის, მაშინ ჩემს გვერდით არ დამდგარან - ლელა ალიბეგაშვილი

 

სცენაზე ვნეტარებდი, მოვრჩი თამაშს, გამოვედი თეატრიდან გარეთ და დამხვდა ჟურნალისტი და ისე, რომ არც კი ვიცოდი, რას მეკითხებოდა – რობიკო სტურუას ემიჯნებითო? – მაჯახა. რატომ უნდა გავემიჯნო-მეთქი? გამოვედი სპექტაკლიდან, არ ვიცი, რა სკანდალზე მელაპარაკება. ასეთი რამ მოხდაო, რომ მომიყვა, მე მივეცი 15 წუთიანი ინტერვიუ, სადაც ქალის სიძლიერეზე ვსაუბრობდი, ადამი და ევადან მოყოლებული. სცენიდან გამოსულს საღერღელი აშლილი მქონდა და ლექცია წავუკითხე და თურმე, შევცდი. კი და არა უნდა მეპასუხა მხოლოდ. ჟურნალისტმა უკონტექსტოდ ამოკრიფა სხვადასხვა ფრაზები.

 

ცნობილია, მამაკაცის დაკაცებაში რა დიდი როლი აქვს ქალს. ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო, ანდაზაა ასეთი.  მსოფლიოში არის ტენდენცია, ხანდახან ქალები პროვოცირებას ახდენენ, რომ მილიონერ ქმრებს რაღაც გამოსტყუონ. მაგრამ დანაშაული დიდი ხნის წინ მოხდა თუ ახლა, ის უნდა იქნას მხილებული და ამ ცოდვის ჩამდენი უნდა იქნეს დასჯილი.

 

მოძღვართან რომ მიხვიდეთ, ძველი ცოდვის მოსანანიებლად, მან ხომ არ უნდა გითხრას, ეს დიდი ხნის წინ მოხდა და ვერ შეგინდობო?

 

ბაბუას შეჭმულმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოჰკვეთაო, ხომ გაგიგიათ. ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის. სისხლში, გენში, სულშია დაბუდებული ადამიანის ბუნება. მოძალადეობა ბავშვობაში მიღებული ტრავმისგან შეიძლება მოდიოდეს. მოძალადეს ჰგონია, რომ სიმშვიდეს ძალადობით დაიმკვიდრებს. ღმერთმა ადამიანი სიტყვით დააჯილდოვა. როცა სიტყვას ძალა ეკარგება, ადამიანი ფიზიკურ ძალადობაზე გადადის. ალბათ, მას ისეთი რამ გადახდა, რომ მისმა სიტყვამ ვერ გაჭრა. კამათი და ჩხუბი მოულაპარაკებლობისგან მოდის. ჩხუბობენ მაშინ, როდესაც ერთმანეთს ვერ აგებინებენ სათქმელს.

 

რაში უნდა იყოს საქმე ორსულ ცოლს რომ ფიზიკურად შეეხო? ქალს კი არა, შვილის მომლოდინე ცხოველს ვერ გაიმეტებს ადამიანი. ამის გამართლება რანაირად შეიძლება ოდნავადაც კი. შეიძლებოდა მე მეთქვა ქალია დამნაშავე კაცმა რომ გალახაო?

 

მეოთხე-მეხუთე საუკუნეში ხატმებრძოლები ხომ იყვნენ, ივერიის ღვთისმშობლის ხატს დანა დაარტყეს და სისხლი წამოუვიდა. ქალისადმი და მით უფრო, ორსული ქალისადმი ხელის აღება, პირდაპირ ღვთისმშობელზე ხელის აღებას ნიშნავს. ხატსაც კი სისხლი წამოუვიდა, როდესაც მას დანა დაუსვეს და მე ორსულ ქალზე ხელის აღებას გავამართლებდი?

 

ვიღაც ამით ხელს ითბობს... პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციები, გრანტების მოსაგებად. მე ვეყოფი ყველას! - თამარ მაყაშვილი შვილთან დაკავშირებულ სკანდალზე
2021-04-14ვიღაც ამით ხელს ითბობს... პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციები, გრანტების მოსაგებად. მე ვეყოფი ყველას! - თამარ მაყაშვილი შვილთან დაკავშირებულ სკანდალზე

 

ამას რომ თავი დავანებოთ, თამარ მაყაშვილი ჩემი მეგობარია, რუსკა იმ სერიალში თამაშობდა, სადაც მე, “გოგონა გარეუბნიდან”.

 

მე, ზურაბ ცინცქლიაძე, ძალადობის მომხრე გამომიყვანეს! უცნობი და ნაცნობი ყველა მე მლანძღავს, რა კარგი კაცი გვეგონეო… ჩემი ცოლ-შვილი გადაირია. 50 წელია ცოლი მყავს, კითხეთ მას როგორი ვარ. თუკი რაიმე კეთილშობილება გამაჩნია, ეს ჩემი მეუღლისგან მოდის.

 

ერთსაც გეტყვით, თითონ მაგ ტელევიზიებმა გახადეს მრავალცოლიანი ზანგური პოპულარული, რომლებიც ახლა ამბობენ, უნდა ჩაიქოლოსო. ეს ბიჭი ძალიან პოპულარული იყო იმით, რომ ცოლებს იცვლიდა. ღმერთს რომ ჯვრისწერაზე სიკვდილამდე ცოლის ერთგულებას აღუთქვამ და მერე  ღვთისთვის მიცემულ სიტყვას ასე ტეხ… რატომ იმსახურებს ტელევიზიების ყურადღებას?! ბოლომდე ერთგული ადამინი უნდა აპიარო და არა ასეთი.

 

მოკლედ, დრო დანაშაულს არ ცვლის, ტკივილს შეიძლება აყუჩებს. მაგრამ ასი წლის წინაც რომ იყოს ჩადენილი დანაშაული, შესაბამისად უნდა დაისაჯოს.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X