08:25 | 2021-10-14 ავტორი: Prime Time

ძალადობდა თუ არა ბაბუა 13 წლის შვილიშვილზე – კაცს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ძალადობდა თუ არა ბაბუა 13 წლის შვილიშვილზე – კაცს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ძალადობდა თუ არა ბაბუა 13 წლის შვილიშვილზე წლების განმავლობაში – 53 წლის მოქალაქეს ოჯახის წევრის გაუპატიურების მუხლით ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ.

 

გამოძიების ინფორმაციით, ფაქტი შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ხდებოდა. კაცი თბილისში აიყვანეს.

 

წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს დაკავებულის ადვოკატი.

 

„ის არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, შვილთან იმყოფებოდა თბილისში და იქ დააკავეს დილის 3 საათზე. არავითარ მიმალვას და თავის არიდებას ადგილი არ ჰქონია, რაც არის მოგონილი. ვიღაცის დაინტერესებაა აშკარად, რომ შეიქმნას ფონი, თითქოს ბაბუამ ნამდვილად ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაული. თითქოს ბავშვი ამბობს, რომ 5 წლის განმავლობაში ხდებოდა მისი გაუპატიურება.

 

აბსოლუტურ სისულელეს უწოდებს ამას. ადამიანი ცუდად გახდა, როდესაც მე დეტალების შესახებ დავიწყე გამოკითხვა. საქმის არსებობის შესახებ გახმაურებას უნდა ჰქონდეს პირველ რიგში საექსპერტო დასკვნა,” – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X