fbpx
00:37 | 2021-01-14 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ძალადობაში მხილებულ რძალს 96 წლის მამამთილთან მიახლოება აეკრძალა

ძალადობაში მხილებულ რძალს 96 წლის მამამთილთან მიახლოება აეკრძალა

პრაიმტაიმმა” ცოტა ხნის წინ, სტატია სათაურით “რძალმა 96 წლის მამამთილს სცემა და ბინა საქონლის სადგომში მიუჩინა – ნაცემია ადვოკატიც” გამოაქვეყნა. როგორც ამ სტატიაშია აღნიშნული, თიანეთში რძალმა ქონებრივი დავის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მოხუც მამამთილსა და მის ადვოკატს, ნანა ფარჩუკიშვილს მიაყენა.

 

ორივე დაზარალებულმა დახმარებისთვის თიანეთის პოლიციას მიმართა, რომლის საფუძველზე რძალს მოხუც მამამთილთან მიახლოება აეკრძალა.

 

როგორც “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა რძალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და მას ვარდო თათარაშვილთან მიახლოება აეკრძალა.

 

შეგახსენებთ, მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი
X