12:11 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

ძაღლის გულისცემა 46% -ით იზრდება, როდესაც პატრონი ეუბნება „მიყვარხარ“ – კვლევა

ძაღლის გულისცემა 46% -ით იზრდება, როდესაც პატრონი ეუბნება „მიყვარხარ“ – კვლევა

ოდესმე დაფიქრებულხართ რამდენად ძლიერად უყვარხართ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს?

 

Canine Cottages-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლის გულისცემა 46% -ით იზრდება, როდესაც პატრონი ეუბნება „მიყვარხარ“. ინფორმაციას people-ი ავრცელებს.

 

ექსპერიმენტის ფარგლებში 4 ძაღლის გულისცემას ერთი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

რა აღმოაჩინა შაქარაშვილის მკვლელობის ადგილზე ძაღლმა, რომელიც კვალს გაჰყვა?
2020-08-23რა აღმოაჩინა შაქარაშვილის მკვლელობის ადგილზე ძაღლმა, რომელიც კვალს გაჰყვა?

 

ძაღლების საშუალო პულსი 67 bpm (დარტყმა წუთში) იყო. თუმცა, როგორც კი მათ პატრონები სიტყვა მიყვარხარ-ს ეუბნებოდნენ მათი გულისცემა 46%-ი პროცენტით იზრდებოდა და 98 bpm-ამდე ადიოდა.

 

კვლევამ კიდევ ერთ პატარა საიდუმლოს ახადა ფარდა. კერძოდ, როდესაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს ეფერებით და ეხუტებით, მათი გულისცემა მშვიდდება და მათი პულსი 23%-მდე იწევს.

 

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ხანგძლივი განშორების შემდეგ, როდესაც პატრონები თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს ხედავენ, მათი გულისცემაც 10%-ით იზრდება.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X