16:30 | 2020-03-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დროებით დახურვის გადაწყვეტილება რთულია, მაგრამ ვირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელი – კლუბი „ხიდი“

დროებით დახურვის გადაწყვეტილება რთულია, მაგრამ ვირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელი – კლუბი „ხიდი“

კორონავირუსის გამო კლუბი „ხიდი“ დროებით იხურება. ამის შესახებ განცახდება რამდენიმე წუთის წინ კლუბის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის თავიდან ასაცილებლად, კლუბი KHIDI იღებს გადაწყვეტილებას გააუქმოს მარტში დაგეგმილი საკლუბო ღამეები.

აქტიურად ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვხელმძღვანელობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებებით.

დროებით დახურვის გადაწყვეტილება რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო დორებით დაიხურა კლუბი „მტკვარზე“ და „ბასიანი“, ამასთან გაუქმდა რამდენიმე ღონისძიება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X