11:56 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

დროა, სააფთიაქო მაფიის ქეისები იკვლიოთ! – თამარ ივერი წამლების სიძვირის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს

დროა, სააფთიაქო მაფიის ქეისები იკვლიოთ! – თამარ ივერი წამლების სიძვირის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს

დროა! არა მხოლოდ პოლიტიკოსების, მღვდელთმთავრების, კაზინოებისა და სამშენებლო სამყაროს მაფიოზობების ქეისები იკვლიოთ… არამედ, სააფთიაქო მაფიის! – ამის შესახებ ოპერის მომღერალი, თამარ ივერი წერს.

 

„ჰიპოკრატეს სახელით თეთრხალათიანი თაღლითების საქმე გამოიძიოთ და მათ იატაკვეშა „სამენი საგმირონია“ გამოამზეუროთ. ჯერ ერთიც, წამლების ფასები თაღლითურად აქვთ 200-300%-ით გაზრდილი და მეორეც, შეკრულები არიან ექიმებთან, რომ „აბლაბუდას ქსელში გაბმული“ პაციენტი მასთან მიაგზავნოს და რაც შეიძლება, მეტი წამალი გამოუწეროს. აღარაფერს ვამბობთ ნარკოტიკული ზემოქმედების წამლების დახლქვეშიდან გაცემებზე.

 

ამას წინათ, სრულიად ჩვეულებრივ 28-აბიან წამალში 225 ლარი(!) მთხოვეს. შემდგომ კი ავსტრიაში ვნახე 30 ევროდ ეყარა აფთიაქებში. რაც უფრო დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები, რომ ვერანაირი კაზინოს თუ ნავთობის მაფია ახლოსაც ვერ მივა ადამიანების სიცოცხლეებით „მობურთავე“ სამედიცინო მაფიასთან!“, – ვკითხულობთ ივერის ფეისბუკ-პოსტში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X